ამერიკა-ჩინეთის ვაჭრობაში ჩინეთის უპირატესობა ისევ იზრდება

ჩინეთის საბაჟოს მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამერიკა-ჩინეთს შორის ვაჭრობაში ჩინეთის უპირატესობა გასულ თვეს 4 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ჩინეთის ექსპორტის ზრდამ მაისში 12.6 პროცენტს მიაღწია. აპრილში ეს მაჩვენებელი 12.9 პროცენტს შეადგენდა. მაისში, ასევე გაიზარდა ჩინეთში იმპორტი და ამ ზრდამ 26 პროცენტი შეადგინა.

წლის პირველ ნახევარში, ჩინეთის ექსპორტი თითქმის 134 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

6 ივლისს შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინურ პროდუქციაზე 25 პროცენტიანი ტარიფი დააწესა, რაზეც ჩინეთმა საპასუხო ტარიფები დააწესა ამერიკულ პროდუქციაზე.