მცირე პროგრესი აშშ-ჩინეთის წინააღმდეგობრივ ურთიერთობაში
Your browser doesn’t support HTML5
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა ჯანეტ იელინმა ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა. ის მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვას და წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობის გაუმჯობესებას. იელინის თქმით, ამ მიმართულებით „მცირე პროგრესი“ შეინიშნება, თუმცა მათ წინ გრძელი გზა აქვთ გასავლელი.