ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ჩინელ კოლეგებს ექსპორტის კონტროლის თაობაზე ესაუბრებიან. ვაჭრობის მდივანი ჯინა რაიმონდო ამბობს, რომ ის და მისი ჩინელი კოლეგა ორშაბათს შეთანხმდნენ, რომ ექსპორტის კონტროოლის თაობაზე ინფორმაციას გაცვლიან. ამ საკითხზე ჩინეთმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება, ახლა კი მხარეები თანხმდებიან, რომ ამ და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე სამუშაო ჯგუფს შექმნიან. თუმცა არც ერთ მხარეს არ მიუნიშნებია, რომ ის კომპრომისისთვის მზადაა. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ახლა ყველაზე დაძაბულია.
რაიმონდომდე ჩინეთს ამერიკის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენიც ეწვია. ივლისში მისი ვიზიტის მიზანიც ამ მიმართულებით ურთიერთობების გაუმჯობესება იყო. მან უკეთესი კომუნიკაციის თაობაზე იმედი გამოითქვა, თუმცა პროგრესი არ ყოფილა ისეთი საკითხების მიმართულებით, როგორიცაა მაგალითაც ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და "სატარიფო ომი".
ასევე ნახეთ: იაპონიისა და ტაივანის მახლობლად ჩინური საჯაშუშო დრონი დააფიქსირეს - ტოკიომ ადგილზე მოიერიშე გაგზავნარაიმონდო ამბობს, რომ მისი და ჩინელი კოლეგის - ვაჭრობის მინისტრ უანგ უენტაოს შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა და ეს იყო ინფორმაციის გაცვლის დასაწყისი ექსპორტის კონტროლის საკითხებზე. მისივე თქმით, მხარეები შექმნიან "სამუშაო ჯგუფს", რომელიც მთავრობების და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, რათა "ინვესტირებისა და ვაჭრობის საკითხებზე გამოსავალი ვეძებოთ", - თქვა ვაჭრობის მდივანმა. პირველი შეხვედრა სამშაბათს უნდა გაიმართოს.
ჩინური მხარე შეშფოთებას გამოთქვამს ჩიპების და სხვა ამერიკულ ტექნოლოგიაზე წვდომის თაობაზე, რაც მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო შეეზღუდათ. ამ შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ჩინეთში ზოგიერთი წარმოება, მათ შორის, ჩინეთის პირველი საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდის - "ჰუავეის" მიერ სმარტფონების წარმოება.
"ამერიკა მოწადინებულია, რომ ჩვენი სტრატეგიის შესახებ გამჭვირვალედ ისაუბროს. ჩვენ არ მივდივართ კომპრომისზე ან მოლაპარაკებებზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. თუმცა ეს უნდა იყოს დიალოგი, სადაც ჩვენ გავზრდით გამჭირვალობას", - თქვა შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივანმა.