შეერთებულმა შტატებმა ექვს რუს სამხედრო ოფიცერს ბრალი წაუყენა გლობალური ”მავნე” დანაშაულებრივი კიბერ-კამპანიის გამო, რომელიც მოიცავდა მსოფლიოს მასშტაბით მავნე, ზიანის მომტანი პროგრამების გავრცელებას და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას.
19 ოქტომბერს, იუსტიციის დეპარტამენტის გამოცხადებული საბრალდებო დასკვნით, მათ ასევე ბრალი ედება საფრანგეთის არჩევნებზე, ფიონგჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე და იმ საერთაშორისო ორგანიზაციაზე ჰაკერულ თავდასხმაში, რომელიც რუსეთის მიერ მომაკვდინებელი ნერვული აგენტის გამოყენებას იძიებდა. ეს ბრალდება ბოლოა კიბერ-კრიმინალთან დაკავშირებულ ბრალდებების წყებაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სახელმწიფოს და არასახელმწიფო სუბიექტებს წაუყენა.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთი ნერვული აგენტის გამოყენების მორიგ შემთხვევას იკვლევს
ექვსივე ბრალდებული, სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს (ГРУ) ოფიცერია. სამმართველოს, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა 2018 წელს ბრალი დასდო, რომ ორი წლით ადრე, დემოკრატიული ეროვნული ყრილობის კომპიუტერებზე ჰაკერი თავდასხმა მიიტანა. ფედერალურმა პროკურორმა სკოტ ბრეიდიმ ამ ოფიცრების კამპანიას “ისტორიაში ყველაზე მავნე და ძვირადღირებული კიბერ-თავდასხმა” უწოდა.
19 ოქტომბერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებამაც განაცხადა, რომ “გრუ”-ს ჰაკერების სამიზნე იყვნენ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორები. ოლიმპიადა პანდემია გამო შემდეგი წლისთვის გადაიდო.
ბრალდებულებმა: იური ანდრიენკომ, სერგეი დეტისტოვმა, პაველ ფროლოვმა, ანატოლი კოვალიოვმა, არტიომ ოჩიჩენკომ და პიოტრ პლისკინმა შეიმუშავეს მავნე პროგრამა “ნოთპეტია”, რომელიც 2017 წელს გლობალურად გავრცელდა, 10 მილიარდ დოლარამდე ზარალი გამოიწვია და დასავლეთ პენსილვანიის კრიტიკული მნიშვნელობის, სამედიცინო სამსახურები დააზიანა.
ასევე ნახეთ: გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პრაღაში რუსი ჰაკერი დააკავა
მათ ასევე ბრალდება თავდასხმები უკრაინის ენერგო-ქსელზე და ფინანსთა სამინისტროზე 2015-2016 წლებში და 2019 წელს კიბერ-თავდასხმა საქართველო პარლამენტზე.