კვირის ბოლოს, პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 6 იანვრის არეულობის დროს კაპიტოლიუმის პოლიციის 35 ოფიცრის ქმედებებს იძიებს. ექვს მათგანს, უფლებამოსილება ხელფასის შენარჩუნებით დროებით შეუჩერდა.
კაპიტოლიუმზე ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმის დროს, როდესაც მათ უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგობა გადალახეს, ხუთი ადამიანი, მათ შორის კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი დაიღუპა. მოგვიანებით, ორმა სამართალდამცავმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ასევე ნახეთ: კანონმდებლები კაპიტოლიუმის დაცვის საკითხის გამოძიებას ითხოვენპოლიციის დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯონ სტოლნისმა თქვა: “უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა იოგანანდა პიტმენმა მითითება გამოსცა, რომ დეპარტამენტის ნებისმიერი წევრი, რომლის საქციელიც დეპარტამენტის დადგენილ წესებს სცილდება, შესაბამისად დაისჯება.”
გამოძიების დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ.
წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში მოსმენა 25 თებერვლისთვის ჩაინიშნა, სადაც 6 იანვარს კაპიტოლიუმის უსაფრთხოების ჩავარდნას შეისწავლიან. ჩვენებებს პიტმენი და წარმომადგენელთა პალატის ბოქაული მისცემენ.
კონგრესის თანამშრომლების და ზოგიერთი კანონმდებლის თანახმად, გამომძიებლები იკვლევდნენ კაპიტოლიუმის პოლიციის რეაგირებას და ასევე იმას, რომელიმე ოფიცერი არეულობის მონაწილეებს ხომ არ დაეხმარა.
დემოკრატ კონგრესმენ ტიმ რაიანის განცხადების თანახმად, თავდასხმიდან სულ რამდენიმე დღეში გამჟღავნდა, რომ ორ ოფიცერს უფლებამოსილება შეუჩერეს. ერთმა პროტესტის მონაწილესთან “სელფი” ფოტო გადაიღო, მეორეს კი ტრამპის მხარდამჭერის ქუდი ეხურა და დემონსტრანტებს შენობის შიგნით მიუძღვებოდა.
ამ ეტაპზე ნათელი არ არის, ეს ორი იმ 35 ოფიცერს შორისაა, რომელთა საქმესაც იძიებენ, თუ დემონსტრანტებთან პირადი კონტაქტის დამყარებით, ისინი ამბოხებულების დაშოშმინებას ცდილობდნენ.
ასევე ნახეთ: ამერიკელების უმეტესობას სჯერა, რომ ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ნაწილობრივ დამნაშავეასააგენტო “როიტერი” ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ტრამპმა თეთრი სახლის მახლობლად შეკრებილ ხალხს მიმართა სიტყვებით: “ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით გაშმაგებით, და გაშმაგებით თუ არ იბრძოლებთ, ქვეყანა აღარ გექნებათ”, მემარჯვენე დემონსტრანტები კაპიტოლიუმისკენ წავიდნენ.
არეულობის მონაწილეები მივიდნენ კონგრესში და დროებით დაბლოკეს კანონმდებლები, რომლებიც ტრამპის არაერთი მცდელობის შემდეგ, არჩევნების შედეგი შეეცვალა, 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურ სერტიფიცირებას ახდენდნენ.
არეულობიდან ერთი კვირის შემდეგ, დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ, ტრამპს ამბოხების წაქეზების ბრალდებით, იმპიჩმენტი მოუწყო. სენატმა ის დამნაშავედ არ ცნო, როდესაც რესპუბლიკელთა უმეტესობამ ხმა მის გამართლებას მისცა.
ასევე ნახეთ: სენატმა ტრამპი უდანაშაულოდ ცნო, ვაშინგტონში იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა