კანადაში ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე სამიტი გაიმართება

შეერთებული შტატებისა და კანადის ინიციატივით იანვარში, კანადაში სპეციალური სამიტი გაიმართება. სამიტში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ და მისი მიზანი ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური პროგრამის განვითარებისა და მისგან არსებული საფრთხეების წინააღმდეგ სოლიდარობის გამოხატვაა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა კანადელ კოლეგასთან ქრისტია ფრილენდთან ერთათ გუშინ განაცხადა, რომ სამიტი 16 იანვარს ვანკუვერში გაიმართება. ეს განცხადება მათ ოტავაში, კანადის დედაქალაქში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

ტილერსონის თქმით, ეს სამიტი იქნება „საერთაშორისო წნეხის“ კამპანიის ნაწილი, რომლის სამიზნეც ჩრდილოეთ კორეაა. ფხენიანმა გასულ თვეს ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილსაც მიაღწიოს.