სააგენტო “როიტერი” იუწყება, რომ ოთხშაბათს, რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და ფინეთმა, არქტიკაში რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის წვრთნებზე დასაკვირვებლად ხომალდები და თვითმფრინავები გაგზავნეს.
ასევე ნახეთ: რუსეთის დასავლეთ საზღვარზე "ზაპადი-2021"-ის მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
ამ თვეში ჩატარებულ მანევრებში 8500 სამხედრო და 50 ხომალდი მონაწილეობდა. რუსეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ მანევრების დასრულების მოახლოებასთან ერთად, ჩრდილოეთის ფლოტის ძალების ბაზებზე დაბრუნება უკვე იწყება.