შეერთებული შტატების ბომბდამშენმა თვითმფრინავმა B-1B-მა სამხრეთ კორეის თავზე გადაიფრინა. ეს იმ ყოველწლიური სამხედრო წვრთნების ნაწილია, რომელსაც სამხრეთ კორეა ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ატარებს. თუმცა, წელს ეს წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გაუშვა.
ბომბდამშენი თვითმფრინავის გარდა სიმულირებულ საჰაერო თავდასხმებში მონაწილეობა მიიღო იმ ამერიკულმა საჰაერო ხომალდებაც, რომელთა დაფიქსირებაც, როგორც წესი, რადარებითაც კი ძნელია.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ოფიციალური განცხადების თანახმად, ამ საერთო წვრთნებით მოკავშირეებმა აჩვენეს საკუთარი ნება და შესაძლებლობა, რომ პასუხი გასცენ ჩრდილოეთ კორეის ატომური და ბალისტიკური იარარით მუქარას.