ველოსიპედის მიმართ დაინტერესება იზრდება

ამერიკის ტრანსპორტის დეპარტამენტმა ველოსიპედების გაქირავების სისტემის დამონტაჟებაში ორ წელიწადში 5 მლნ დოლარი დახარჯა

Your browser doesn’t support HTML5

მოხერხებული ტრანსპორტი


იმ ადამიანების რაოდენობა ვაშინგტონში, რომლებიც სამსახურში ველოსიპედით დადიან, 2007 წლის შემდეგ გაორმაგდა. ეს ტენდენცია შეერთებული შტატების სხვა ქალაქებსაც მალე მოედო. ამ ტრანსპორტით მოძრაობის მსურველთა სტიმულირების მიზნით შეერთებული შტატების დედაქალაქში გარკვეული ცვლილებები იგეგმება.

ლორენ კოპსის ახალი მაღაზია იმ ადამიანებს იზიდავს, რომლებიც ველოსიპედებს არა მხოლოდ მოგზაურობისთვის და ვარჯიშისთვის, არამედ ტრანსპორტირებისთვისაც იყენებენ.

ლორენ კოპსი მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე:ველო ტრანსპორტის მოყვარულებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. როგორც წესი, ისინი სახლიდან იმ ტანისამოსით გამოდიან, რითაც სამსახურში უწევთ ყოფნა. არ სჭირდებათ დამატებით სპეციფიური ტანსაცმლის შეძენა.

ველოსიპედით მოძრაობა ქალაქში ევროპულ და აზიურ ქვეყნებშიც პოპულარულია. თუმცა შეერთებული შტატებისთვის ეს მაინც ახალი ტენდენციაა.
ვირჯინიის შტატის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქალაქის დაგეგმვის სპეციალისტმა რალფ ბულერმა ქალაქში ველო-ტრანსპორტით მოძრაობის შესახებ წიგნი დაწერა. ის ამბობს, რომ საიმისო მიზეზი არსებობს, რის გამოც ქალაქში ამ ტიპის ტრანსპორტით მოძრაობა ასე გავრცელდა.

რალფ ბულერი: გასული 60, 70 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების ქალაქებში ავტომობილთან ადაპტაციის პერიოდი იყო. 1956 წლიდან ბევრმა ქალაქმა ფედერალურ ბიუჯეტში შტატებს შორის დამაკავშირებელი გზებიდან შესული გადასახადებით ისარგებლა. თავიდან ფედერალურ ბიუჯეტზე 90% მოდიოდა, ქალაქებმა 10% დაამატეს, რაც ძალიან მიმზიდველი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში, ამერიკელები მიეჩვივნენ შორ მანძილზე მოგზაურობას და საცხოვრებლად გარეუბნებში დამკვიდრნენ. მათთვის ავტომანქანები თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

თუმცა დღესდღეობით, მოხერხებული ტრანსპორტი და თანხის დაზოგვა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გახდა.

ვაშინგტონის მცხოვრები, გრეგ ბილინგი: ქალაქში ველოსიპედით დავდივარ. როდესაც ადამიანი არჩევანს აკეთებს ველოსიპედის სასარგებლოდ, მაშინ წელიწადში 8000 დოლარიდან 9000-მდე დაზოგვას ახერხებს.

გრეგ ბილინგი ვაშინგტონის ველოსპორტის მოყვარულთა ასოციაციის წარმომადგენელია. ის ამბობს, რომ ვაჭრებიც დიდ ყურადღებას იჩენენ. მისი ჯგუფი ველოსიპედების სადგომებს პირდაპირ მათი მფლობელების სამუშაო ადგილის წინ ამონტაჟებს.

თეატრ-სტუდიის წარმომადგენელი სკოტ სენგერი: ოთხ თეატრს ვფლობთ და ველოსიპედების სადგომები, რომლებიც შენობების წინ არის განლაგებული, ყოველდღე დაკავებულია.

ლორენ კოპსი: თუკი კაფეში ან ყვავილების მაღაზიაში შესვლა მოინდომეს და გადაეღობეთ, შეუძლიათ ველოსიპედით შევიდნენ კიდეც.

გრეგ ბილინგი: ბიზნესის მფლობელს, შეუძლია რომ ველოსიპედის მფლობელს შეხედოს, და შეაფასოს ველოსიპედის ღირებულება და შემდეგ უკეთესი ურჩიოს, ამიტომ მფლობელები მაღაზიებს ხშირად უკან ბრუნდებიან.

პროფესორი ბულერი ამბობს, რომ ამ ტენდენციის განვითარება ხელისუფლებას თანხის დაზოგვაში ეხმარება.

რალფ ბულერი: ველოსიპედის სადგომების აშენება ხელისუფლებას ბევრად იაფი უჯდება, ვიდრე გზების მოვლა და საქალაქო ტრანსპორტის შენახვა.

შეერთებული შტატების ტრანსპორტის დეპარტამენტმა ორი წლის განმავლობაში 5 მლნ დოლარი დახარჯა ველოსიპედების გაქირავების სისტემის დამონტაჟებაში, რომელსაც „კეპიტალ ბაიკ შეარ“ ჰქვია. დღეის მონაცემებით, მას 20 000 მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც 1660 ველოსიპედით სარგებლობენ.

ჯორდანი, ამ ჯგუფის წევრია და ამბობს, რომ სამსახურში ხშირად ველოსიპედით მიდის. თუ ცივი ამინდია სამსახურში დილას ავტობუსით მიდის, ხოლო შუადღეს, როცა გამოიდარებს, უკან ველოსიპედით ბრუნდება.

ამასთან ერთად, ქალაქის ხელმძღვანელობა ეტაპობრივად აუმჯობესებს ველოსიპედით მოძრავი ადამიანების უზრუნველყოფის და უსაფრთხოების საკითხებს. მაგალითისთვის, ველოსიპედით მოძრაობა უსაფრთხო ტრანსპორტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამისათვის გზებზე სხვა სატრანსპორტო

საშუალებებსა და ავტომრბოლელთა შორის სამოძრაოდ ბუფერული ზონა შეიქმნა.
შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიურო აცხადებს, რომ ბაიკერები ქალაქის მცხოვრებთა შორის 4%-ზე მეტს შეადგენენ. დღეისათვის, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებში ველო-ტრანსპორტის მომხმარებელთა რაოდენობით ნიუ იორკი პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე კი მას ვაშინგტონი მოყვება.