ბაიდენი და ტრამპი ტეხასში ერთდროულად ჩავიდნენ
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის შტატში ჩავიდნენ. საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო მეტოქეებმა მექსიკასთან საზღვრის ორი სხვადასხვა ადგილი მოინახულეს. ორივე ყურადღებას იმიგრაციის ზრდის პრობლემაზე ამახვილებს, თუმცა მათი გზავნილები რადიკალურად განსხვავებულია.