ამერიკელი ექიმი დავით მრელაშვილი პოლონეთიდან უკრაინელებს ეხმარება
Your browser doesn’t support HTML5
ექიმ დავით მრელაშვილს, რომელიც ამერიკაში ტელენევროლოგიითაა დაკავებული, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბევრი არ უფიქრია. სწრაფად შეიძინა 30 დრონი, 250 სისხლდენის შესაჩერებელი ფხვნილის პაკეტი, სახვევები, პირველადი დახმარების კომპლექტები და პოლონეთში გაფრინდა. დანარჩენზე ის თავად მოგითხრობთ.