აშშ-ში საიდუმლო ინფორმაციის გაყიდვისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს

იუსტიციის დეპარტამენტი

ამერიკის საზღვაო ძალების ბირთვულ ინჟინერსა და მის ცოლს ბრალი წაუყენეს, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ფარული აგენტებისთვის, ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ ინფორმაციის მიყიდვის მცდელობის გამო. FBI-ის აგენტები თავს ასაღებედნენ, როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები.

ჯონათან ტოებე და მისი ცოლი დიანა შაბათს დასავლეთ ვირჯინიის შტატში „ატომური ენერგიის აქტის“ დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ისინი დასავლეთ ვირჯინიის ფედერალური სასამართლოს წინაშე სამშაბათს წარდგებიან.

ტოებეს, რომელიც 42 წლის ფლოტის ბირთვული ინჟინერია, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უმაღლესი დაშვება ჰქონდა. იუსტიციის დეპარტამენტის თქმით, ის 2020 წელს, ამ დრომდე უცნობ ქვეყანაში, საიდუმლო მონაცემებს გზავნიდა. მოგვიანებით ის დაეთანხმა მიეყიდა, სენსიტიური ინფორმაცია ფედერალური გამოძიების ბიუროს შეფარული აგენტისთვის, რომელიც თავს ასაღებდა, როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი. ტოებე ინფორმაციის სანაცვლოდ ათიათასობით დოლარის ექვივალენტ კრიპტოვალუტას ითხოვდა.

ასევე ნახეთ: ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამმა ამერიკელმა ეკონომისტმა მიიღო

ერთ მომენტში, ტოებემ, მეხსიერების ბარათი, რომელზეც დოკუმენტები ინახებოდა, წყალქვეშა ნავების ბირთვული რეაქტორების შესახებ, მიწის თხილის კარაქის სენდვიჩში დამალა და დასავლეთ ვირჯინიის შტატში შეთანხმებულ ადგილზე დატოვა. მას ცოლიც ეხმარებოდა.

მეხსიერების ბარათი მოიცავდა „სენსიტიურ სამხედრო დიზაინის ელემენტებს, ოპერირების პარამეტრებს და ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავების რეაქტორთა ნახაზებს“, - ნათქვამია ფედერალური სასამართლოს ბრალდების ოქმში.

ასევე ნახეთ: ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამმა ამერიკელმა ეკონომისტმა მიიღო

კიდევ ერთი მეხსიერების ბარათი, საღეჭი რეზინის ყუთში იყო დამალული. ტოებემ სულ დაახლოებით 100,000 დოლარის ექვივალენტს კრიპტოვალუტა მიიღო. ოფიციალური პირების განცხადებით, ტოებე და მისი ცოლი, რომლებიც მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისიდან არიან, კიდევ ერთი მეხსიერების ბარათის დატოვების მცდელობის დროს დააკავეს. მათ ბრალად შეთქმულება ედებათ.