პარასკევს, ვაშინგტონში, აბორტების საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს „ტვიტერით“ გამოაქვეყნა, რომ სიცოცხლისათვის მარშზე მიმართვით გამოვიდოდა, რაც მოქმედი პრეზიდენტისთვის პირველი შემთხვევა იქნება.
პრეზიდენტ ტრამპის, რომელმაც საკუთარი თავი ერთ დროს „არჩევანის მომხრედ“ დაახასიათა, ამ მარშზე გამოჩენა იმ დროს ხდება, როდესაც შეერთებული შტატების სენატში მისი იმპიჩმენტის სასამართლო გარჩევა გრძელდება.
დემონსტრანტებისადმი მიმართვის დროს, ტრამპი ბევრ ევანგელისტ ქრისტიანს დაელაპარაკება, რომლებიც მეტწილად აბორტების წინააღმდეგი არიან. ისინი მისი ყველაზე მხურვალე, კონსერვატორი მხარდაჭერები არიან.
ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, აბორტების საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტივიზმის ორგანიზაცია „სიუზან ბ. ენთონი ლისთ“-მა თქვა, რომ ნოემბრის არჩევნებზე ტრამპის და სხვა რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდასაჭერად, 52 მილიონი დოლარის შეწირვას აპირებდა.
ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც 47 წლის ისტორიის მქონე მარშს დაესწრება.