შეერთებულ შტატების დედაქალაქში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ და საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის ოპოზიციის უკმაყოფილება გასაგებია. თუმცა, ვაშინგტონში მხარეებს ძალადობის თავიდან არიდებისკენ მოუწოდებენ.
დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ თუ იმ დარღვევებს, რაზეც დამკვირვებლები საუბრობენ ადგილი ქონდა, მაშინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
„ჩანს, რომ სიტუაცია დაძაბულია. ოპოზიციას არ მოსწონს, როგორ ჩატარდა არჩევნები და ისინი [ხალხს] პროტესტისკენ მოუწოდებენ. ვიხილავთ თუ რამდენად შეინარჩუნებენ მუხტს და რა იქნება მათი მოთხოვნები... „ქართული ოცნების“ მთავრობა დარწმუნებულია, რომ მათ გაიმარჯვეს. ისინი იტყვიან, რომ მათ გადალახეს 40 პროცენტიანი ჩამკეტი პირველ რაუნდში, მათ შორის, მაჟორიტარულ ნაწილში და არ დაჭირდებათ კოალიციის შექმნა“, - აცხადებს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. კრამერი წლების მანძილზე საქმიანობდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, იყო "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტი და "მაკკეინის ინსიტუტში" ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი იყო.
ის ასევე ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს პროტესტის და უკმაყოფილების გამოხატვის უფლება. თუმცა მხარეებს ძალადობის თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
ასევე ნახეთ: “გაყალბებული ოქმები” - რა შეცდომები იყო, რა გასწორდა, რა ვერა„ეუთოს დამკვირვებლები, ამერიკის საალჩო, ევროკავშირი და ადგილობრივი დამკვირვებლები, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და სხვები ამბობენ, რომ სერიოზულ პრობლემებს ქონდა ადგილი. ამერიკის საელჩომ გამოიყენა ტერმინი „მიუღებელი“, როცა პრობლემებზე საუბრობდა, მათ შორის, ამომრჩევლის დაშინებაზე, მოსყიდვაზე, ძალადობის შემთხვევებზე და სხვა სიტუაციებზე, რომლებიც შეკითხვებს ბადებს. მე იმედი მაქვს, რომ მხარეები შეძლებენ ძალადობის თავიდან არიდებას. თუმცა ოპოზიციას აქვს პროტესტის უფლება და უკმაყოფილების გამოხატვის უფლება, იმაზე თუ რაც მოხდა“, - ამბობს ის.
კითხვაზე თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს არჩევნები, კრამერი ამბობს, რომ პრობლემა არა მხოლოდ კენჭისყრის დღე არამედ ის პროცესიცაა, რომელიც მას წინ უძღვოდა.
„ზოგიერთმა დამკვირვებელმა განაცხადა, რომ ეს 2016 წელთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯია. არსებობდა შეშფოთება არა მარტო იმაზე თუ რა მოხდა 31 ოქტომერს, არამედ მანამდეც. არჩევნები უნდა შეფასდეს არა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით თუ რა მოხდება იმ დღეს, როცა ხალხი ხმის მისაცემად მივიდა“.
ასევე ნახეთ: საერთაშორისო რეაქციები, შეფასებები და გამოხმაურებები - საპარლამენტო არჩევნები 2020ჯონ ჰერბსტი, ატლანტიტკური საბჭოდან აცხადებს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საერთო ენა უნდა გამონახონ. ის ამბობს, რომ ეს იყო „დამაკმაყოფილებელი“, თუმცა არ იყო „კარგი“ არჩევნები.
„ეს შეიძლება ითქვას, რომ იყო დამაკმაყოფილებელი არჩევნები, თუმცა დარღვევებიდან გამომდინარე ვერ იტყვი, რომ ეს იყო კარგი არჩევნები. ამის მიზეზი დამკვირვებლების წინააღმდეგ ძალადობა, სახელმწიფოსა და ერთი პარტიას შორის ბუნდოვანი საზღვარია. ამიტომ გასაგებია, რომ ოპოზიცია გაბრაზებულია. გასაგებია, რატომ არიან ისინი ქუჩაში. თუმცა არ ვიცი რამდენად იძლევა ეს საფუძველს ქვეყანაში არასტაბილურობის შესაქმნელად. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის საფუძველი, არჩევნების არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად“, - ამბობს "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის პროგრამების დირექტორი, ჯონ ჰერბსი.
ჰერბსტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს, თუმცა დასძენს რომ ეს ქართული პარტიების გადასაწყვეტია.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს„სასარგებლო იქნება, თუ მთავრობა ოპოზიციას დაელაპარაკება და იქნება განმჭვირვალობა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც არსებობდა. იქნებ ეს იყოს კომპრომისის მიღწევის გზა, თუმცა ეს ქართული პარტიების გადასაწყვეტია და არა უცხოელების საქმე, რომ ამისკენ მიუთითონ“, - ამბობს ის.
2 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა, სახელმწიფო დეპარტამენტიც. სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ, კეილ ბრაუნმა, "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს ეუთოს შეფასებას.