31 ოქტომბერ გამართულ საპარალამენტო არჩევნებს, ოპოზიცია „მიტაცებულს“ უწოდებს და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავს. ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.
არჩევნებიდან მეორე დღესვე, ცნობილი გახდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე სახელმწიფოს პოზიცია, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ოპოზიციის და ადგილობრივი მედიის ნაწილი, საერთაშორისო საზოგადოებს შეფასებების ნაწილს ნაადრევად და არაადეკვატურად მიიჩნევს.
წარმოგდგენთ რეაქციებს და შეფასებებს, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებისა და შედეგების ცნობის შესახებ.
აშშ-ის საელჩო საქართველოში
პირველ ნოემბერს, საქართველოში ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას.
„ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა." ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
იმავე განცხადებაში, საელჩო აცხადებს, რომ მხარს უჭერს ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად.
საელჩოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. ასევე, სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე. შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე.“
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში
ეუთო/ოდირის წინასწარ ანგარიშში, რომელიც ასევე ეკუთვნის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელას, ნატოს საპარალმენტო ასამბლეას და თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, საუბარია როგორგორც წინასაარჩევნო გარემოზე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ, ასევე უშუალოდ კენჭისყრის დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.“
ამასთან, წინასწარი ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და ბუნდოვანი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის“, პროცესისადმი საზოგადოების ნდობას ამცირებდა. ასევე, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით,საზოგადოებრივ აღქმაზე უარყოფით გავლენას ახდენდა „საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა.“
ანგარიშში ასევე ნათვქამია, რომ ეუთოს წინაშე არებულ ვალდებებს და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, როცა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ბუნდოვანია.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს იყო არასამართლიანი არჩევნები, მაგრამ ვამბობთ, რომ საჭიროებს გაუმჯობესებას,“ - აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, თინი კოქსი.
„პოლიტიკოსებს ქვეყანაში აქვთ ვალდებულება, კონსტიტუციით, მოქალაქეების წინაშე, რომ ქვეყანაში ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
ჩვენ ვმეთვალყურეობდით, აკმაყოფილებდა თუ არა არჩევნები კრიტერიუმებს, რაზეც ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის თავისუფალი არჩევნები და ეს რაღაცას ნიშნავს... რადგან ბევრ არჩევნებს ვაკვირდებით და მათ შორის ბევრია ისეთი, როცა პირველივე შთაბეჭდილებითვე - არჩევნებს ვერ უწოდებ თავისუფალს.
რაც შეეხება არჩევნების სამართლიანობას, ჩვენ არ ვამბობთ, რომ (31 ოქტომბერს) ეს იყო არასამართლიანი არჩევნები, მაგრამ ვამბობთ, რომ საჭიროებს გაუმჯობესებას განსაკუთრებით ორი მიმართულებით - მმართველი პარტიის აბსოლუტური დომინირება და უხილავი ზღვარი ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის. ეს სერიოზული პრობლემაა.
ასევე, თქვენს ქვეყანაში, რომელიც ღარიბია, ძალიან დიდი ფული იხარჯება არჩევნებისთვის. არ არის დაწესებული ლიმიტი. ეს საფრთხეს ქმნის,“ - აცხადებს კოქსი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური
„კვლავ მთავარია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი, გამჭვირვალე და საგულდაგულო განხილვა,“ - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
უწყება ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირი კვლავ ზედმიწევნით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას, დარჩენილი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მეორე ტურის დღეს.
ევროპარლამენტარების გამოხმაურება
საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარები, ერთობლივ განცხადებაში განსაკუთრებულ ყურადღებას მეორე ტურის წინ, სიმშვიდის სენარჩუნების მნიშვნელობაზე ამახვილებენ.
„ეს არჩევნები მიჩნეულ იქნა კონკურენტულად და თავისუფლებებიც, საერთო ჯამში, დაცული იყო. თუმცა, იყო სავალალო შემთხვევები, რომლებიც უკავშირდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის წაშლას კამპანიის მსვლელობაში და არჩევნების დღეს. კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, რამაც ამომრჩევლებს სხვადასხვა პარტიებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. სამოქალაქო საზოგადოების ინტერესისა და ჩართულობის დონეც ამ არჩევნების პოზიტიური მახასიათებელია. საჭიროა მოგვარდეს კამპანიის დაფინანსების საკითხი ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად. დღეს, პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურამდე, ჩვენ სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ. ყველა საჩივარი, რომელიც დეტალურად იქნება დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული, სამართლიანად, გამჭირვალედ და ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხერს აწერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი, ასევე, ესტონელი და გერმანელი ევროპარლამენტარები, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.
სახელმწიფოთა წარმომადგენლები
დიდი ბრიტანეთი ეთანხმება საერთაშორისო დამკვ ირველბლების წინასწარ დასკვნებს იმის შესახებ, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, ხოლო თავისუფლების პატივისცემა უზრუნველყოფილი, მიუხედავად ბრალდებებისა, ამომრჩეველზე ზეწსოლის შესახებ. ამბობს გაერთიანებული სამეფოს, ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, უენდი მორტონი. „ახლა მოვუწდოებთ, რომ კენჭისყრის მეორე ტური, საქართველოს გლობალური მისწრაფებების შესაბამისად, სამართლიანად და კანონიერად ჩატარდეს,“ - აცხადებს მორტონი.
„31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტული იყო, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა დაცული, ხოლო დემოკრატიული სტანდარტები გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებსა და ინციდენტებს, რომელთა გამოძიებისკენაც მოვუწოდებთ,“ - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლიეტუვის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს და ცენტრალურ საარცევნო კომისიას, მეორე ტურისთვის, გაითვალისწინონ საერთაშორისო დამკვირვებლების შენიშვნები და დარწმუნდნენ, რომ არჩევნები და მომავალი შედეგები ეჭვებს არ აღძრავს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, პოლონეთის საგარეო უწყების შეფასებას.
„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო/ოდირის, ევროკავშირის. ეუთოს, ევროსაბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების) შეფასებას, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები და საერთაშორისო სტანდარტები იყო დაცული. თუმცა, ყურადღებას ვაქცევთ ხარვეზებისა და დარღვევების შესახებ გავრცელებულ შემაშფოთებელ ცნობებზე (რომელთა რაოდენობა თითქოსდა აღემატებოდა 2016 წლის არჩევნებისას). მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა საჩივარი სათანადო ყურადღებითა და ინსტიტუციური პროცესის პატივისცემით, ასევე მოქმედი პროცედურების შესაბამისად. ეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და მისდამი ნდობას გაზრდის, განსაკუთრებით 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურის წინ. პოლონეთი უცვლელად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი", - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გვიხარია, რომ ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებმა მშვიდობიან და მშვიდ გარემოში ჩაიარა“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთის საგარეო უწყებამ იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის წარმატების მომტანი იქნება.
გიორგი გახარიას, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა აზერბაიჯანის პირველმა პირმა, ილჰამ ალიევმა.
გიორგი გახარიას, არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება ასევე მიულოცა სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა.
Facebook Forum