ამერიკული მედიის ინფორმაციით იემენში ალ-ყაიდას ორგანიზაციაში ორმაგი აგენტი მოქმედებდა, რომელმაც დაარწმუნა ტერორისტები, რომ ახალი ბომბის საშუალებით გაივლიდა აეროპორტის უსაფრთხოების სისტემას და ამერიკულ თვითმფრინავზე განახორციელებდა ტერაქტს.
ეს საიდუმლო ოპერაცია საუდის არაბეთის უშიშროების სამსახურმა და შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ დაგეგმეს.
უშიშროების აგენტმა ახალი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეერთებული შტატების მთავრობას გადასცა და ამჟამად ბომბის გამოკვლევა ვირჯინიაში მდებარე გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიაში მიმდინარეობს.
ამავე აგენტის მეშვეობით იემენში ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი ფაჰდ მუჰამედ აჰმედ ალ-ქუსო გაანადგურეს, რომელიც 2000 წელს ამერიკული სამხედრო ხომალდის აფეთქებაში მონაწილეობდა.