მატისი: ავღანეთში დამატებით 3 000 ამერიკელი ჯარისკაცი ჩადის

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი აცხადებს, რომ ამერიკა ავღანეთში დამატებით 3 ათას ჯარისკაცს აგზავნის. უმრავლესობა უკვე გზაშია - აცხადებს საზღვაო ფლოტის გადამდგარი გენერალი.

მატისმა ჟურნალისტების სხვა კითხვებს არ უპასუხა. თავდაცვის მდივნის განმარტებით, მტერმა შესაძლოა დამატებითი ინფორმაციის გამხელით ისარგებლოს.

პენტაგონის ოფიციალური პირები ავღანეთში შექმნილ ვითარებას "ჩიხში" ყოფნად აფასებენ. აშკარა ხდება, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა. საარჩევნო კამპანიის დროს ის ამერიკელებს ავღანეთიდან ამერიკული ჯარების მთლიანად გამოყვანას პირდებოდა.