ავღანეთის პრეზიდენტი ამერიკასთან უსაფრთხოების ხელშეკრულების მხარდაჭერისთვის ქვეყნის მხცოვან ავტორიტეტებს მიმართავს
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ქვეყნის მხცოვან ავტორიტეტებს მოუწოდებს შეიკრიბონ და მხარი დაუჭირონ უსაფრთხოების ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან. შეთანხმება 2014 წელს დაგეგმილი ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგ, 10-დან 15 ათასამდე უცხოელ ჯარისკაცს ქვეყანაში დარჩენის საშუალებას მისცემს.
ორ ქვეყანას შორის შეთანხმებული უსაფრთხოების ხელშეკრულების პროექტის საბოლოო ვარიანტი ავღანეთის მთავრობამ განსახილველად ინტერნეტზე გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ავღანურ სახლებში შესვლის უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ეძლევათ. შეთანხმების ამ პუნქტზე საუბარი თითქმის ერთი წელია გრძელდება.
ავღანელ მხცოვან ავტორიტეტთა შეკრება, სახელწოდებით „ლოია ჯირგა“ ხელშეკრულებაზე 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. იქ გამართული დებატები დიდ გავლენას მოახდენს ვაშინგტონს და ქაბულს შორის სამომავლო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. ჯგუფის მიერ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში ის დასამტკიცებლად ავღანეთის პარლამენტს გადაეგზავნება.