ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-სთან უსაფრთხოების პაკტს ავღანეთის უხუცესები განიხილავენ


უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება ავღანეთში ამერიკელი სამხედროების დარჩენის საკითხი უნდა განსაზღვროს

ავღანეთში 2000 -ზე მეტი უხუცესთა საბჭოს და თემის წარმომადგენელი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომლითაც 2014 წლის შემდეგ ამერიკელ სამხედროთა დარჩენა განისაზღვრება ქვეყანაში. შერონ ბენი ქაბულიდან, უხუცესთა საბჭოს შეხვედრიდან მოგვითხრობს, სადაც ავღანეთის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ფსონი იდება.

უხუცესთა ლიდერები ავღანეთის რეგიონებიდან ქაბულში ჩადიან სადაც, ამერიკასთან უსაფრთხოების პაქტის ხელშეკრულებაზე უნდა იმსჯელონ.
დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. გასულ შაბათს უხუცესთა შეკრების ადგილიდან დაახლოვებით 500-იოდე მეტრის დაშორებით ბომბი აფეთქდა, რამაც კიდევ ერთხელ გაახსენა ყველას ქვეყანაში არსებული სამხედრო დაპირისპირების შესახებ.

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ავღანეთის საფრთხე რომელიც მეზობელ ქვეყნებს, პაკისტანს და ირანს უკავშირდება, კანონმდებლებს, მათ შორის სალი მუჰამედ სალიხს მოტივაციას აძლევს, რომ უსაფრთხოების პაკტს მხარი დაუჭიროს.

სალი მუჰამედ სალიხი: საჭიროა ორმხრივ ხელშეკრულებაში ჩაიდოს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ თუ რომელიმე ქვეყანა ავღანეთის მიწაზე შეიჭრება, შეერთებული შტატები ავღანურ ეროვნულ სამხედრო ძალას და სპეცსამსახურებს გვერდში დაუდგება იმისათვის, რომ თავდამსხმელი უკან გააბრუნონ.

პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ამერიკის ოფიციალურ პირებთან უკვე შეათანხმა დოკუმენტის პროექტი. თუმცა ეს პროექტი უხუცესთა საბჭომაც უნდა მოიწონოს, რომელსაც ლოია ჯირგა ხელმძღვანელობს. სწორედ ამის შემდეგ მოხდება კენჭისყრის მიზნით დოკუმენტის ავღანეთის პარლამენტში გაგზავნა.

ყველაზე სადავო პუნქტებს შორის არის საკითხი, 2014 წლის შემდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის საქმე ავღანეთის თუ ამერიკის სასამართლომ უნდა განიხილოს.

თალიბანი უსაფრთხოების პაკტის მხარდამჭერებს ემუქრება. ასევე შეთანხმების წინაამდეგ ყოფილი მოჯაჰედები და კონსერვატულ-რელიგიური ჯგუფებიც გამოდიან. ისინი ამბობენ, რომ ეს შეთანხმება ავღანეთის ვაშინგტონზე მიყიდვას ნიშნავს.

საზოგადოების დამოკიდებულება ქაბულის ქუჩებში არაერთგვაროვანია. ხალხის ნაწილს, სურს რომ ამერიკელები ავღანეთიდან გავიდნენ, ნაწილი კი თვლის, რომ უსაფრთხოების პაქტი მნიშვნელოვანია.

დასავლეთ ფარას პროვინციის წარმომადგენელი აბდულ ალი სულტანი შეთანხმების მომხრეა.

აბდულ ალი სულტანი: ამ შეთანხმების გარეშე, ავღანეთის საზღვარს მალე თალიბანი, პაკისტანის და ირანის უშიშროების სამსახურები მოადგებიან.

ქვეყანას არ შეუძლია უსაფრთხოების შეთანხმებაზე თქვას უარი, ამის შესახებ დეპუტატი ჰაჯი მირდად ხან ნაიჯრაბი საუბრობს.

ჰაჯი მირდად ხან ნაიჯრაბი: შეერთებული შტატები ავღანეთის სამხედრო არმიისთვის 4,1 მილიარდ დოლარს დაპირდა, დანარჩენი 4 მილიარდი კი სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. თუკი ლოია ჯირგა ამ შეთანხმებას არ მოიწონებს და ხელისუფლებას ურჩევს რომ არ გააფორმოს, მაშინ ქვეყანა ამ დახმარების დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.

შეერთებული შტატებისთვის, ავღანეთში დარჩენა ნიშნავს, რომ ვაშინგტონს მიეცეს საშუალება ავღანეთის უშიშროების ძალების მომზადების დონე გააუმჯობესოს, ასევე დარწმუნდეს იმაშიც რომ, ალყაიდა კიდევ ერთხელ არ შეეცდება ფეხი მოიკიდოს ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG