პაკისტანი უარყოფს აშშ-ს ბრალდებებს

პაკისტანი უარყოფს აშშ-ს ბრალდებებს

პაკისტანის პრემიერ მინისტრის განცხადებით შეერთებული შტატების ბრალდებები იმის თაობაზე რომ პაკისტანი ავღანელ მეამბოხეებს ეხმარება, სიმართლეს არ შეეფერება.

პარალელურად პაკისტანის არმიის მეთაურმა საგანგებო სხდომაც გამართა, სადაც პაკისიტანის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.

ავღანელი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებული შტატები და პაკისტანი მოკავშირეები არიან. თუმცა მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა პაკისტანი ალ-ყაიდასთან კავშირში დაადანაშაულა, პაკისტანმა არსებული მოკავშირეობის გაგრძელება საფრთხის ქვეშ დააყენა.