აშშ გმობს სირიაში არსებულ ძალადობას

აშშ გმობს სირიაში არსებულ ძალადობას

აშშ გმობს სირიაში არსებულ ძალადობას მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების მისამართით და გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან სისხლისღვრის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებს დაგვიანებულს უწოდებს. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯეი კარნი აცხადებს, ვაშინგტონი თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად ცდილობს გაზარდოს წნეხი სირიის მთავრობაზე, რომელიც საკუთარი ხალხის მიმართ ყოვლად მიუღებელ ძალადობას ახორციელებს. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ვიქტორია ნულანდის თქმით, სირიის მთავრობა არ ასრულებს სამშვიდობო მოლაპარაკებებით გათვალისწინებულ ნაკისრ ვალდებულებებს.