რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს. ჯეიმს ო’ბრაიენი, რომელიც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა ამბობს, რომ ეს ყალბი პროცესია, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე იმართება.
სოციალურ ქსელ „ექსზე“ გავრცელებულ განცხადებაში, ო’ბრაიენი ამბობს, რომ ამერიკის შერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ყალბ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც იმართება საქართველოს თანხმობის გარეშე. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს სოციალურ ქსელ „ექსზე“ გავრცელებულ განცხადებაში ო’ბრაიენი.
Your browser doesn’t support HTML5
ე.წ. არჩევნები ოჯუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკვე დასრულდა. არსებული ინფორმაციით, 7 პროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტი 34 წევრისგან შედგება, რომლის ნახევარს პროპორციული, ნახევარს კი მაჟორიტარული წესით "ირჩევენ".
საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ.
ევროპისა და ევრაზიის საკიტხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი, ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება. 10-12 ივნისს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, ო'ბრაიენი შევხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებს, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს "მნიშვნელოვანი პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში" და სომხეთის მიმართ, აშშ-ის მხარდაჭერა.