გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტომ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იტალიის ქალაქი ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო ისტორიული ძეგლების ნუსხაში უნდა შევიდეს. რეკომენდაციის თაობაზე "იუნესკომ" განცხადება 1 აგვისტოს გაავრცელა.
ასევე ნახეთ: „ახალი“ ბაგრატი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა აღარ არისგაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ იტალიის ხელისუფლება მის დასაცავად საკმარის ზომებს არ იღებს. "იუნესკო" აცხადებს, რომ ვენეციის, მსოფლიოს ამ ისტორიული ძეგლის და მისი მიმდებარე ლაგუნის დაცვის მიმართულებით, რომმა ძალისხმევა კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს.
"იუნესკოს" ექსპერტები სისტემატურად განიხილავენ და ამოწმებენ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტოს მიერ, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანილი 1 157 ობიექტის მდგომარეობას. მასში გაერთიანებული 21 ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარი კომიტეტი გადახედავს 200-ზე მეტი ობიექტის სიას, რომელთაგან თითოეულს შესაძლოა "საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო ისტორიული ძეგლის" სტატუსი მიენიჭოს.
კანდიდატებს შორისაა უკრაინის რამდენიმე ქალაქი: კიევი, ლვივი და ოდესა. "იუნესკოს" ექსპერტების აზრით, ასევე საფრთხეშია მალის ქალაქი ტიმბუხტუ და ახლო აღმოსავლეთის დასახლებები სირიაში, ერაყსა და ლიბიაში.