გაეროში ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრებს ირჩევენ

F

„ჰუმან რაითს ვოთჩ“ ეწინააღმდეგება ისეთ კანდიდატებს, როგორებიცაა: ჩინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, ვიეტნამი და ალჟირი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა დღეს კენჭს უყრის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ახალ წევრებს. უფლებადამცველი ჯგუფები ამავდროულად ხმას იმაღლებენ ზოგიერთი საკამათო კანდიდატის წინააღმდეგ.

ნიუ იორკში დაფუძნებული „ჰუმან რაითს ვოთჩ“ ეწინააღმდეგება ისეთ კანდიდატებს, როგორებიცაა: ჩინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, ვიეტნამი და ალჟირი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა მათ ხელს შეუშლის გახდნენ საბჭოს სასარგებლო წევრები.

ჟენევაში დაფუძნებული გაეროს საზედამხედველო ორგანო, რომელიც აკვირდება გაეროს საქმიანობას აცხადებს, რომ ასეთი ქვეყნების საბჭოში დაშვება იმის ტოლფასი იქნება: „ცეცხლის გაჩენის მანიით შეპყრობილი სუბიექტი, რომ სახანძრო დაცვის უფროსად დანიშნო“.

ერთი-ერთი საერთო მიზეზი, რის გამოც ამ ქვეყნებს საყვედურობენ, არის პოლიტიკური წინააღმდეგობის ჩახშობა. სხვა საყვედურები გამოწვეულია შრომითი კანონმდებლობის გამო, უშიშროების ძალების მიუღებელი ქმედებების და ხელისუფლებაზე ერთი პოლიტიკური ჯგუფის მონოპოლიის გამო.

საბჭოს წევრების არჩევა რეგიონების მიხედვით ხდება და ზოგიერთ შემთხვევებში კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავთ.

შეერთებული შტატები ამჟამად ამ საბჭოს წევრია და უფლებამოსილების ვადა 2015 წელს უმთავრდება.