მოსავლის აღება ვერ ხერხდება დარას, დამასკოს, ჰომსის და ჰამას რეგიონებში
გაერომ სირიაზე ახალი მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მიმდინარე ომს გამანადგურებელი გავლენა აქვს საკვებ პროდუქტებზე და ზოგადად მოსავალზე. დეტალებს ჟენევიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა შლეინი არკვევდა.
უახლოეს სამ-ექვს თვეში ომით დაზარალებული სამი მილიონი სირიელიდან თითქმის ნახევარს სურსათით დაუყოვნებლივი დახმარება დაჭირდება. ეს იმ სირიელებს ეხება, რომლებმაც ბრძოლების გამო საცხოვრებელი სახლები მიატოვეს, ასევე მათ ვინც საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ტოვებს ქალაქებს თუ სოფლებს.
ამას გარდა, მოხსენების მიხედვით, ერთ მილიონ ადამიანს ესაჭიროება დახმარების გაწევა მარცვლეულით, სათესლე კულტურებით, ცხოველთა საკვებით და საირიგაციო სატუმბების შეკეთებით. დოკუმენტის თანახმად, სირიის სოფლის მეურნეობამ წელს უკვე მილიარდ რვაასი მილიონის ზარალი ნახა. მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელი ემილია კასელა ამბობს, რომ სოფლად მცხოვრები ბევრი ოჯახი კატასტროფის წინაშე დგას, ამიტომ ამ ხალხს ზამთრის დადგომამდე გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არიან გლეხები, მწყემსები და ბედუინები. მათ მოუწევთ თავიანთი რაციონის შემცირება. ისინი იაფ, დაბალი ხარისხის საკვებს იღებენ. მათ შვილები სკოლებიდან გამოყავთ და სამუშაოზე უშვებენ. ისინი საკუთარ შინაურ საქონელს ყიდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მშვიდობა როცა დადგება, ეს ხალხი სოფლის მეურნეობას სწრაფად ვეღად დაუბრუნდება,“- ამბობს კასელა.
მოხსენების მიხედვით, საომარი ვითარების გამო ფერმერები საკუთარ მეურნეობას ტოვებენ. ამის მიზეზები უსაფრთხოება, სამუშაო ხელის სიმწირე, საწვავის ნაკლებობა და ფასების ზრდაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსავლის აღება ვერ ხერხდება დარას, დამასკოს, ჰომსის და ჰამას რეგიონებში. ასევე დოკუმენტის მიხედვით სირიაში მეურნეობის დაახლოებით ათ პროცენტს ქალები ხელმძღვანელობენ. ამიტომ, როგორც კასელა ამბობს, დახმარება მათაც ესაჭიროებათ.
შარშან მსოფლიო სასურსათო პროგრამამ სირიაში საგანგებო პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებში 850 ათასი ადამიანი გამოკვებეს. კონფლიქტის გამწავების გამო პროგრამის ფარგლებში წელს ჯერ მხოლოდ 540 ათასი ადამიანის დახმარება მოხერხდა.
როგორც ქალბატონი კასელა ამბობს, რომ მსოფლიო სასურსათო პროგრამა სირიაში წითელ ჯვართან ერთად მუშაობს. ამ თანამშრომლობის საშუალებით, ორშაბათს ალეპოში 28 ათას ადამიანს მიეწოდა სურსათი. ამჟამად სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ბრძოლების ეპიცენტრი სწორედ ალეპოა. როგორც ქალბატონი კასელა ამბობს, კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ფინანსების ნაკლებობაა. ამჟამად სასურსათო პროგრამას სირიაში მისიის განსახორციელებლად საჭირო 103 მილიონიდან 62 მილიონი აკლია.