ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები სირიაში


ამბოხებულები ძალთა კონცენტრაციას ცდილობენ

დღეს სირიელმა ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. მათ ტანკიდან ცეცხლი გაუხსნეს ალეპოში მდებარე სამთავრობო ბაზას. თავის მხრივ პრეზიდენტის მომხრე არმიამ დამასკოს უბნებში ამბოხებულთა წინააღმდეგ რეიდები განახორციელა. ასევე სამთავრობო ძალებმა ამბოხებულთა შეტევას სალაჰედინის უბანში შეტევითვე უპასუხეს. ამ რაიონში ამბოხებულები ძალთა კონცენტრაციას ცდილობენ. სამთავრობო ძალებმა მათი პოზიციები ტანკებიდან და არტილერიიდან დაბომბეს. ალეპოსთვის ბრძოლა უკვე ორი კვირაა გრძელდება. ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის განცხადებით, სამთავრობო ძალების მხრიდან დამომბვებს რამდენიმე სამოქალაქო პირი შეეწირა. სირიის მედია კი ამბოხებაში უცხოეთიდან მხარდაჭერილ ტერორისტებს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG