აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება - აცხადებენ გაეროს წარმომადგენლები
გაეროს დიპლომატების ცნობით, ამერიკა და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება უკანასკნელ ბირთვული იარაღის გამოცდებს და ფხენიანის განცხადებას უკავშირდება, რომლითაც ის 1953 წელს სამხრეთ კორეასთან ომის შემდეგ დადებული ზავის იგნორირებით იმუქრება.

დღეს გაეროს უშიშროების საბჭო დახურულ კარს მიღმა ჩრდილოეთ კორეასთან საგანგებო საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს. უშიშროების საბჭომ ანონიმური კენჭისყრით მაშინათვე დაგმო 12 თებერვლის ბირთვული იარაღის გამოცდა და ის გაეროს უკვე არსებული სანქციების უხეშ დარღვევად შეაფასა. ფხენიანის ოფიციალური განცხადებით, მესამე და ყველაზე ძლიერი ბირთვული ირაღის გამოცდა მათი უმთავრესი მტრის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ არის მიმართული.