ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის უპრეცედენტო გადაწყვეტილება


ფხენიანმა უცხოელებს საკუთარი მობილური ტელეფონების ხმარების უფლება მისცა ქვეყნის შიგნით


ბოლო ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში მყოფ უცხოელებს ამიერიდან შეეძლებათ სოციალურ ქსელ ფეისბუქსა და თვითერზე საკუთარი მობილური ტელეფონებიდან შევიდნენ. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება თითქმის სრულებით იზოლირებულმა ქვეყანამ ახლახანს მიიღო.

მობილური ტელეფონების პროვაიდერმა კორიოლინკმა ცენზურის გარეშე ინტერნეტ ქსელი აამოქმედა და მსოფლიომ აქამდე უცნობი ჩრდილოეთ კორეა თვითერზე განთავსებულ ფოტოებზე იხილა.

ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე ცვლილებები ქვეყანაში მას შემდეგ დაიწო, რაც მოულოდნელად ფხენიანმა უცხოელებს საკუთარი მობილური ტელეფონების ხმარების უფლება მისცა ქვეყნის შიგნით, რაც მანამდე აკრძალული იყო. ჩრდილოეთ კორეაში ჩასული უცხოელები ტელეფონს საზღვარზე ტოვებდნენ.
XS
SM
MD
LG