დღეს გაეროს უშიშროების საბჭო მალის საკითხზე რეზოლუციას მიიღებს და იქ სამშვიდობო ძალების ყოფნას დაამტკიცებს. მალი ქაოსში გასულ წელს ჩაეფლო, როდესაც სამხედროებმა მთავრობა დაამხეს. ამან კი ტუარეგის ტომის და ალ-ყაიდას ისლამისტ მებრძოლებს ქვეყნის ჩრდილოეთზე კონტროლის დაწესების საშუალება მისცა. მათ დასამარცხებლად საფრანგეთის და აფრიკის კავშირის არმიის ნაწილების ჩართვა გახდა საჭიორო, თუმცა ბრძოლები დღესაც გრძელდება. გაეროს რეზოლუცია მალიში 11 200 სამხედრო პერსონალი და 1400 პოლიციელის შეყვანის ნებას იძლევა. ისინი ადგილზე 1 ივლისს ჩავლენ. მშვიდობისმყოფელების ნაწილი აფრიკის კავშირის ძალებიც გახდებიან.