მალიმ და დასავლეთ აფრიკულმა რეგიონულმა ბლოკმა გაეროს თავიანთი თანხმობა განუცხადეს იმასთან დაკავშირებით რომ მალიში სტაბილიზაციის მისია შეასრულოს და მშვიდობა მალე დაამყაროს.
გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ წარდგენილ მოხსენებაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მალის საკითხის მოსაგვარებლად სამშვიდობო მისიის ორი ვარიანტი წარმოადგინა რეგიონიდან საფრანგეთის ჯარების გასვლის შემდეგ.
პირველ ვარიანტში 7000 -კაციანი ძლიერი აფრიკული დანაყოფი, რომელიც ცნობილია სახელით აფისმა ქვეყანაში რჩება , მაგრამ დაკავშირებულია გაეროსთან და მას ამერიკის ბიუჯეტი დააფინანსებს.
მეორე ვარიანტის მიხედვით, გაფართოების დროს ეს ძალა მთლიანად გადადის გაეროს სტაბილიზაციის მისიაში რომლის რაოდენობა თერთმეტი ათას ორასი იქნება. ამასთან ერთად პარალელური ძალა შეიქმნება კონტრტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად.
ოთხშაბათს, მალის გაეროს მისიის ელჩმა უმარ დაუმ თხუთმეტ წევრიან უშიშროების საბჭოს განუცხადა რომ , მალის ხელისუფლება უპირატესობას მეორე ვარიანტს ანიჭებს.
უმარ დაუ: მალის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს ვარიანტი შეძლებს თავისი მიზნების გამართლებას , რომლის მთავარი დანიშნულებაა მალის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასევე სტაბილიზაციის დამყარება და ეროვნული თანხმობის ხელშეწყობა.
ელჩმა განაცხადა ისიც ,რომ მალის მთლიანი ტერიტორია არ არის გათავისუფლებული ექსტრემისტული სამხედრო ჯგუფებისგან. ისინი ახლა ახალ ტაქტიკას მიმართავენ , რომელშიც შედის მიწის დანაღმვა, ნაღმების ჩამონტაჟება მანქანებში იმისათვის რომ მოიგერიონ ფრანგული ჯარები და მალის სამხედრო ძალა.
ფრანგული ჯარები მალიში იანვარში იმისთვის შევიდნენ რომ, ისლამისტი მებრძოლები გაებრუნებინათ, რომლებმაც ჩრდილოეთი დაიკავეს და სამხრეთისკენ, დედაქალაქისკენ ბამაკოსკენ მიიწევდნენ.
კოტ-დევუარის ელჩმა იოსუფო ბამბამ ეკოვასის სახელით გამოსვლისას ოთხშაბათს თარჯიმნის დახმარებით განაცხადა რომ, მალის აქვს მხარდაჭერა დასავლურ აფრიკული ბლოკისგან გაეროს სტაბილიზაციის მისიასთან დაკავშირებით.
იოსუფო ბამბა: ეკოვასი თვლის რომ , მალის დაუყონებლივ სჭირდება კომპლექსური დახმარება, რომელიც მრავალ ასპექტს მოიცავს. მათ შორის შედის უსაფრთხოების ასპექტში მშვიდობის დამყარება, ჰუმანიტარული დახმარება , ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები, პოლიტიკური დიალოგის წარმართვის დროს დახმარება და საარჩევნო პროცესის მომზადება. ეს არის საკითხები რომლის მოგვარებას გაერო შეძლებს.
ამერიკის ელჩმა გაეროში სუზან რაისმა განაცხადა რომ, შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს კომპლექსურ დახმარებას, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროც. მას შეუძლია რეგიონში აფრიკული და ფრანგული ჯარების მიერ მიღწეული უსაფრთხოების და პოლიტიკური აქტივიზაციის მხრივ წარმატებული ნაბიჯების გამყარება.
მან განაცხადა რომ გაეროსთვის ძალაუფლების გარდამავალი პროცესი მაშინ უნდა განხორციელდეს, როდესაც ამისათვის შესაბამისი უსაფრთხო გარემო იქნება.