გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინაში იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფას ითხოვს, რათა ამ ადამიანებმა საომარი ზონის უსაფრთხოდ დატოვება შეძლონ.
ასევე ნახეთ: ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ„მხარეებმა სამოქალაქო პირებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უწყვეტად უნდა იფიქრონ საბრძოლო ოპერაციების დროს“, განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინატორმა მარტინ გრიფითსმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
„ამაში შედის სამოქალქო პირებისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა, თუ მათ საცხოვრებელი ადგილის დატოვების სურვილი აქვთ. თითქოეული სამოქალაქო პირი, მიუხედავად იმისა, ის ადგილზე დარჩენას თუ ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, დაცული უნდა იყოს“, თქვა მან.
გაერო აცხადებს, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ, უკრაინა, 2 მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა. მათგან, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანი ამ დროისთვის თავს პოლონეთს აფარებს.