გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში საერთაშორისო ბიზნეს ლიდერებს და ეკონომისტებს მოუწოდებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ მსოფლიო პოსტკოვიდური ეკონომიკის სამართლიან აღდგენაში.
„რეკორდული ინფლაციის ტვირთი, ფისკალური სივრცის შემცირება, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ასევე ენერგიისა და სურსათის ფასების მკვეთრი ზრდა, გავლენას ახდენს მსოფლიოს ყველა კუთხეზე და ეკონომიკურ აღდგენას ბლოკავს - განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში“, - აცხადებს გუტერეში.
ასევე ნახეთ: მე-4 აცრა ომიკრონის გავრცელებას არ აჩერებს - ისრაელის მეცნიერებიგენერალური მდივანი, სიტყვით ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა, რომელიც როგორც წესი დავოსში იმართება. თუმცა, წელს პანდემიის გამო, ფორუმი ვირტუალურ სივრცეში ტარდება.
გუტერეში ამბობს, რომ მსოფლიოს ეკონომიკური აღდგენა, კვლავ „მყიფე და არათანაბარია“, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებისთვის. ამიტომ, ლიდერებს გლობალური ფინანსური სისტემის როფორმირებისკენ მოუწოდებს.
„ბოლო ორმა წელმა გვაჩვენა მარტივი, თუმცა სასტიკი ჭეშმარიტება - თუ ვინმეს უკან დავტოვებთ, საბოლოოდ ყველას უკან ვტოვებთ“ - ამბობს გუტერეში.
გენერალურმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყნების 90-მა პროცენტმა, ვერ შეძლო მიზნის შესრულება, 2021 წლის დასრულებამდე მოსახლეობის 40% აიცრა.
გუტერეში ასევე მოუწოდებს ლიდერებს, განვითარებად ქვეყნებს, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში დაეხმარნონ.