ბან კი მუნი სირიის მილიტარიზაციაზე საუბრობს

ბან კი მუნმა თქვა, რომ თუკი ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დადასტურდა, ეს აღმაშფოთებელი ომის ტოლფასია.

Your browser doesn’t support HTML5

გაერო


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი სირიის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებით საუბრობს. სამშაბათს მან განაცხადა, რომ სამხედრო ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუკი ის თავდაცვის მიზანს ემსახურება ან ამის ნებართვას გაეროს უშიშროების საბჭოს სანქცია იძლევა. გაეროდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარგარეტ ბიშარი მოგვითხრობს.


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი სანკტ პეტერბურგში დიდი ოცეულის შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა, სადაც სირიის საკითხი ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა.


გამგზავრებამდე ჟურნალისტებს მან განუცხადა, რომ ის მიესალმება სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ კონგრესთან დაწყებულ კონსულტაციას. სამხედრო ჩარევის საკითხი დამასკოს გარეუბანში 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ გააქტიურდა, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


ბან კი მუნი იმედოვნებს, რომ ნებისმიერი სამხედრო ქმედება გაეროს წესდებასთან შესაბამისი უნდა იყოს.


ბან კი მუნი: ძალის გამოყენება მხოლოდ გაეროს წესდების 51 -ე მუხლით არის გამართლებული, თუკი ეს საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების თავდაცვას ეხება, ან სხვა შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არსებობს. ეს გაეროს მყარი პრინციპია.


ბან კი მუნმა თქვა, რომ თუკი ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დადასტურდა, ეს აღმაშფოთებელი ომის ტოლფასია.


თუმცა ის ამასთან აცხადებს, რომ დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს, მან ასევე მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნებს განიხილონ ნებისმიერი სადამსჯელო ღონისძიების გატარების შემთხვევაში შესაძლო ყველა ვარიანტი, და ასევე დაამატა რომ სირიის კონფლიქტის შემდგომი მილიტარიზაცია თავიდან უნდა იყოს აცილებული.


მისი თქმით, არეულობა სირიაში და მთლიანად რეგიონში არავის ინტერესებში არ შედის. მან ასევე განაცხადა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით ჟენევაში პოლიტიკური კონფერენცია რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს.


გაეროს მეცნიერთა ჯგუფი სირიიდან ახლახან დაბრუნდა. ბან კი მუნის თქმით, ბიოლოგიური და გარემოს სინჯები რომელიც, მათ დამასკოს გარეუბანში აიღეს შესამოწმებლად ლაბორატორიებში ოთხშაბათს უკვე დაიგზავნება.


ინსპექტორთა ჯგუფმა, რომელმაც სირიაში ორი კვირა დაყო, უნდა გაარკვიოს რა ტიპის ქიმიური იარაღი გამოიყენეს სირიაში. მათ მიზანს იმის დადგენა არ წარმოადგენს, თუ ესა თუის მომწამლავი ნივთიერება ვის მიერ იქნა გამოცდილი. გაეროს გამომძიებელთა ჯგუფის კვლევა ცოტა ხნით ადრე 21 აგვისტოს, გოუტას რაიონში, დამასკოს სიახლოვეს, მომწამლავი აირით თავდასხმის შესახებ გაკეთებული ბრალდებების საფუძველზე დაიწყო.