სირიელი აქტივისტების განცხადებით, ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა ხელში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საჰაერო ბაზა ჩაიგდეს. ბრძოლები სირიის უდიდესი ქალაქის, ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე ბაზისთვის თითქმის 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ის თურქეთის საზღვრთანაც საკმაოდ ახლოს არის.
უფლებადამცველთა ცნობით, სირიის სამთავრობო ძალებზე გამარჯვება ამჯერად ერაყელი ისლამისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა და სხვა ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა შეძლეს. მასშტაბური იერიში ორშაბათს დაიწყო, როცა საუდის არაბეთის თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზის მახლობლად თავი მანქანაში აიფეთქა. შეტევა დღეს დასრულდა, როცა ოპოზიცამ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი არმიის საბოლოოდ დამარცხება შეძლო.