უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. კიევში, ქვეყნის დედაქალაქში ამ დღის აღსანიშნავად ომის ნადავლის, სამხედრო იარაღისა და ტანკების გამოფენა მოაწყვეს. თუმცა, ქვეყანაში ამ დღეს მაინც დიდი სიფრთხილით აღნიშნავენ- ომი არ დასრულებულა, უკრაინლეები მორიგ შეტევას ელოდებიან რუსეთის მხრიდან.
დამოუკიდებლობის დღის დილას, დედაქალაქში კიდევ ერთი სირენა გაისმა. არსებობს მოლოდინი, რომ მოსკოვი კიევზე განაახლებს იერიშს. თუმცა, უკრაინა ამბობს, რომ მოსკოვს მტკიცე და მძიმე პასუხს გასცემს, თუ ასე მოხდება.
როგორც წესი, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმით აღნიშნავს, თუმცა მიმდინარე ომისა და მოსალოდნელი თავდასხმის გამო, მთავრობამ საზოგადო ღონისძიებები და მასობრივი თავშეყრა აკრძალა.
ასევე ნახეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინას: "არ დავისვენებთ, სანამ არ გაიმარჯვებთ"დამოუკიდბელობის დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე, მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. მისი თქმით, უკრაინა "თავიდან დაიბადა" 6 თვის წინ, როდესაც რუსეთი მათ ტერიტორიაზე შეიჭრა.
თავის ემოციურ სიტყვით მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის ომმა ერის სული გააცოცხლა. "24 თებერვალს დილის 4 საათზე მსოფლიოში ახალი ერი გამოჩნდა. ის კი არ დაიბადა, არამედ ხელახლა დაიბადა. ერი, რომელიც არ ტიროდა, არ ყვიროდა და არ ეშინოდა; ვინც არ გაიქცა, არ დანებდა“, - თქვა მან.
ზელენსკიმ პირობა დადო, რომ დაიბრუნებს აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულს, რომელიც რუსეთმა 2014 წელს დაიკავა.
”ჩვენ შიშით არ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, თავთან იარაღ მიშვერილები. ჩვენთვის ყველაზე საშინელი რკინა არა რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკებია, არამედ ბორკილები; არა სანგრები, არამედ ბორკილები”, - თქვა მან.
უკრაინა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობის მსგავსად, საბჭოთა კავშირს 31 წლის წინ გამოეყო.