თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სულ რამდენიმე საათში, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომლებმა დაიწყეს ზრუნვა იმაზე, თუ როგორ გადაერჩინათ ბავშვები. მოგვიანებით ისიც ცნობილი გახდა, რომ რუსი ჯარისკაცები ეჭვმიტანილები იყვნენ უკრაინელი უდედმამო ბავშვების რუსეთში უკანონოდ გადაყვანაში.
რუსი დამპყრობლებისგან ბავშვების გადარჩენის მიზნით, ხერსონის რეგიონულ ბავშვთა საავადმყოფოში, პაციენტების ავადმყოფობის ისტორიები შეცვალეს. ისტორიებში ჩაიწერა, თითქოს მათი დაავადება იმდენად მძიმე იყო, რომ ბავშვების გადაადგილება არ შეიძლებოდა.
"შეგნებულად დავწერეთ ეს ყალბი ინფორმაცია, თითქოს ისინი ავად იყვნენ და მათი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო", ყვება ექიმი ოლგა პოლიარსკა. ის საავადმყოფოში სარეანიმაციო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. "გვეშინოდა, ეს [რუსებს] არ გაეგოთ... [მაგრამ] გადავწყვიტეთ, რომ ბავშვები ნებისმიერ ფასად გადაგვერჩინა".
რუსეთის ძალებს მთელი ომის მანძილზე უყენებდნენ უკრაინელი ბავშვების რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე გადაყვანის ბრალდებებს. შემდეგ მათი გაშვილება ხდებოდა. მარტო ხერსონის რეგიონში, 8-თვიანი ოკუპაციის მანძილზე, სულ ცოტა 1 000 ბავშვია სკოლებიდან, თუ უდედმამო ბავშვთა სახლებიდან გაყვანილი - ყვებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები. მათი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობი რჩება.
ასევე ნახეთ: ომის დანაშაული - რუსეთის ხელწერამაგრამ, მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ადამიანები, რომლებიც ბავშვების გადარჩენას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ. ხერსონის ბავშვთა საავადმყოფოში მათ გამოიგონილი რთული დაავადებები ჩაწერეს იმ ბავშვების ისტორიებში, რომლებიც მათთან მკურნალობდნენ, რადგან ეეჭვებოდათ, რომ გამოწერის და ბავშვთა სახლში დაბრუნების შემთხვევაში, მათზე რუსულ საბუთებს გასცემდნენ და ქვეყნიდან გაიყვანდნენ.
მაგალითად, ერთ-ერთს ისტორიაში ჩაუწერეს "პულმონარული სისხლდენა", მეორეს - "უკონტროლო კრუნჩხვები". ზოგს უწერდნენ, რომ სუნთქვის აპარატი ესაჭიროებოდა - ყვება ხერსონელი ექიმი ოლგა პოლიარსკა. ასე იხსნეს მათ 11 უკრაინელი უდედმამო ბავშვი.
იმ ბავშვთა სახლიდან კი, სადაც ექიმებმა ის 11 პატარა არ გაწერეს, ოქტომბერში რუსებმა 50 ბავშვი გაიყვანეს და სავარაუდოდ, ყირიმში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია ბავშვთა სახლის ხელმძღვანელებს დაცვის ერთმა თანამშრომელმა და მეზობლებმა მიაწოდეს. "ავტობუსი მოვიდა, რომელზეც Z ასო ეწერა (სიმბოლო, რომელსაც ომში რუსული ტექნიკა ატარებდა) და ისინი აქედან წაიყვანეს", ყვება ანასტასია კოვალენკო, რომელიც ბავშვთა სახლის მახლობლად ცხოვრობს.
ასევე ნახეთ: იაიბოკე: რუსების სამიზნე სკოლა-პანსიონებში მცხოვრები ბავშვები იყვნენბავშვების გადარჩენას სხვებიც ცდილობდნენ. ხერსონთან მდებარე სოფელ სტეპანივკაში მცხოვრები 61 წლის ვოლოდიმირ აჰაიდაკიც ცრუობდა, რომ უკრაინელი ბავშვები ეხსნა. ის ადგილობრივი სოციალური და ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორია.
ვოლოდიმირმა 52 უდედმამო ბავშვის საბუთები გააყალბა. ნაწილი თავის 7 თანამშრომელთან დატოვა, ნაწილი შორეულ ნათესავებთან წაიყვანა, შედარებით უფროსები კი თვითონ დაიტოვა. "ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი ბავშვები რომ არ გადამემალა, უბრალოდ წამართმევდნენ და ჩემგან წაიყვანდნენ" - ამბობს ვოლოდიმირი.
ასევე ნახეთ: რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ მცირე 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდათუმცა, ბავშვების გადაადგილება მაშინ იოლი საქმე არ იყო. რუსეთს ხერსონი მარტში უკვე დაპყრობილი ჰქონდა. რუსეთის ძალები უდედმამო ბავშვებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე აცალკევებდნენ და მათი ბედი შემდეგ უცნობი ხდებოდა.
ვოლოდიმირი ფანტაზიას და იმპროვიზაცია უხმობდა. ბავშვების ერთ-ერთ გადაყვანაზე თქვა, რომ ისინი მკურნალობის შემდეგ, დეიდას დედასთან მიჰყავდა, რომელიც 9 თვის ორსული იყო. მწოლიარე დედა მათზე ზრუნვას ვეღარ ახერხებდა და ისინი მდინარეზე, გაღმა დასახლებაში დეიდას უნდა გადაეყვანა.
იყო შემთხვევები, როცა ბავშვებს ეკლესიებში მალავდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ, გადამალული პატარების ნაწილი რუსებმა იპოვეს და შემდეგ მათი ევაკუაცია მოხდა - ყვებიან ადგილობრივები. ბავშვებს რუსეთის მთავრობა პროპაგანდისთვის იყენებდა, ცრუობდა, თითქოს უკრაინა, ან უკრაინელი ოჯახები მათ მოვლაზე უარს ამბობდნენ, აძლევდა მათ რუსეთის მოქალაქეობას და აშვილებდა რუსულ ოჯახებში.
რუსეთის ოფიციალური პირები დაბეჯითებით იმეორებენ, რომ ბავშვების გადაყვანის მიზანი, მათი ძალადობისგან დაცვა იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებებს დღემდე უარყოფს და აცხადებს, რომ ადგილობრივი მთავრობა ჯერ ყოველთვის ცდილობს, მოძებნოს მათი მშობლები და ნათესავები.
რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველი, ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა ამბობს, რომ პირადად ზედამხედველობდა ასობით უდედმამო ბავშვის გადაყვანას რუსეთში. ის აცხადებს, რომ ბავშვების ნაწილს უკრაინაში დაბრუნებას სთავაზობდნენ, მაგრამ ისინი თვითონ ამბობდნენ უარს.
იუნისეფი, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი თვლის, რომ ვიდრე ამ ბავშვების მშობლების და ახლო ნათესავების ბედი დაზუსტებული არ არის, უნდა ჩაითვალოს, რომ მათი ოჯახის წევრები ცოცხლები არიან. ასეთ განმარტებას აკეთებს აარონ გრინბერგი, იუნისეფის ევროპის და ცენტრალური აზიის ბავშვთა დაცვის რეგიონული მრჩეველი.
Your browser doesn’t support HTML5