ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი 12 იანვარს კიევს ესტუმრა, უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. მან განცხადება უკრაინის სამხედრო დაფინანსების გაზრდის შესახებ გააკეთა, რომელიც კიევს დრონების შეძენაში დაეხმარება, მათ შორის სათვალთვალო, შორი რადიუსის და საზღვაო დრონების.
ბრიტანეთი, უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ზრდის კიევის სამხედრო მხარდაჭერას. მომავალ წელს დახმარება 2,5 მილიარდ ფუნტს მიაღწევს, რაც 200 მილიონი ფუნტით მეტია წინა ორ წელთან შედარებით, განაცხადა სუნაკმა.
"ჩვენი ოპონენტები მთელ მსოფლიოში ფიქრობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს არც მოთმინება და არც რესურსები ხანგრძლივი ომებისთვის. თუ ახლა ვიყოყმანებთ, ჩვენ ახლა გავათამამებთ არა მხოლოდ პუტინს, არამედ მის მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეაში, ირანში და სხვაგან", - თქვა სუნაკმა პრესკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ: ამერიკამ და ბრიტანეთმა იერიში იემენელი ჰუთების სამხედრო ობიექტებზე მიიტანესმისი ვიზიტი კიევისთვის თითქმის ორწლიან ომში მნიშვნელოვან ეტაპზე შედგა. პოლიტიკურმა შიდა დაპირისპირებამ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, კიევის დახმარების ორი ძირითადი პაკეტი შეაყოვნა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის ამერიკის ფინანსური დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ის ახლა უფრო პოზიტიურადაა განწყობილი, ვიდრე გასულ თვეში.
ზელენსკიმ სუნაკთან ერთად, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც მან "უსაფრთხოების უპრეცედენტო შეთანხმება" უწოდა. შეთანხმება, უკრაინის ლიდერის თქმით, იმოქმედებს მანამ, სანამ კიევი ნატოს სამხედრო ალიანსს შეუერთდება.
ასევე ნახეთ: უკრაინაში მობილიზაციის კანონპროექტი მალე დამტკიცდება - პოდოლიაკიზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, შეთანხმება მოიცავს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, სამედიცინო და სამხედრო მომზადებას და თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობას.
გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოსდევს დიდი შვიდეულის მიერ ადრე დადებულ შეთანხმებას, უკრაინის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიებით.