ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ბალტიისპირეთის ქვეყნებს სტუმრობს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ლიეტუვას სტუმრობს, სადაც საუბრობს უსაფრთხოებაზე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, დრონების საკითხზე თანამშრომლობისა და ევროპული მხარდაჭერის კოორდინაციის შესახებ.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ლიეტუვას მადლობას უხდის უკრაინისადმი „2014 წლიდან უკომპრომისო მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით ახლა, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს“.

პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გარდა უკრაინის ომის განხილვისა, ორი ლიდერი ასევე მიმართავს ლიეტუველ ხალხს და შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც ლიეტუვაში ცხოვრობენ.

ზელენსკი ასევე ესტუმრება ესტონეთსა და ლატვიას.

ზელენსკი და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირები ყოველდღიური რუსული თავდასხმების ფონზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის წევრთა უმეტესობამ და 20-ზე მეტმა ქვეყანამ სამშაბათს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიყიდვა და რუსული სამხედროების მიერ ამ რაკეტების შემდგომი გამოყენება უკრაინაზე თავდასხმების დროს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ იარაღის გამოყენებით თავდასხმები განხორციელდა 30 დეკემბერს და 2 იანვარს და რომ ხელმომწერი მხარეები ყურადღებით აკვირდებიან რას აძლევს რუსეთი ჩრდილოეთ კორეას რაკეტების სანაცვლოდ.

ერთობლივ განცხადებას ასევე აწერენ ხელს არგენტინის, კანადის, ისრაელის, იაპონიის, ნორვეგიისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრები.

XS
SM
MD
LG