უკრაინამ რუსეთში "როსნეფტის" საწარმო დააზიანა

"როსნეფტის" ერთ-ერთი ობიექტი ციმბირში, რუსეთი.

უკრაინული დრონები თავს დაესხნენ "როსნეფტის" კუთვნილ ნავთობგადასამუშავებელ საწარმოს. ინფორმაციას უკრაინული წყაროები დღეს, 25 იანვარს ავრცელებენ.

ასევე ნახეთ: უკრაინის სავარაუდო თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა საწვავის ტერმინალის მუშაობა შეაჩერა

"როსნეფტის" საწარმო რუსეთის სამხრეთში, ქალაქ ტუაფსეში მდებარეობს. რუსეთის სამხრეთ რაიონებში ბოლო დროს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გახშირდა. უკრაინა ოფიციალურად არც აღიარებს მათში მონაწილეობას და არც უარყოფს.

რუსეთის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღამით, საწარმოს ექსპორტზე ორიენტირებულ განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა, მაგრამ ის ჩააქრეს. წინასწარი ინფორმაციით, არც მსხვერპლი და არც დაშავებულები არ ყოფილან", - განაცხადა ტუაფსეს რაიონულმა ხელმძღვანელმა სერგეი ბოიკომ სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე".

თავად "როსნეფტს", რუსეთის უდიდეს ნავთობმწარმოებელს განცხადება აქამდე არ გაუკეთებია.

Your browser doesn’t support HTML5

დრონები და მომავლის ელექტრონული ომები