უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარი ბახმუტის ცალკეული პოზიციიდან განდევნა, მაგრამ სიტუაცია კვლავ „რთულია“, განაცხადა უკრაინელმა გენერალმა ორშაბათს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბახმუტისთვის ბრძოლა ომის მთავარი თეატრია. „სიტუაცია საკმაოდ რთულია“, - თქვა სახმელეთო ჯარების მეთაურმა გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ "ტელეგრამზე" გაკეთებულ განცხადებაში.
„ამავდროულად, ქალაქის გარკვეულ რაიონებში მტერი აწყდება ჩვენი დანაყოფების კონტრშეტევას და გარკვეული პოზიციები დატოვეს“, - თქვა მან. სირსკიმ ეს განცხადება კვირას ფრონტის ხაზის ჯარების ვიზიტისას გააკეთა. მან დასძინა, რომ ახალი რუსული შენაერთები, მათ შორის მედესანტეები და ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის მებრძოლები „მუდმივად იგზავნებიან ბრძოლაში“ მიუხედავად დიდი დანაკარგებისა.
ასევე ნახეთ: ოდიშვილი ხევიდან, უკრაინაში დაღუპული 45-ე ქართველი”მტერი ვერ ახერხებს ქალაქის კონტროლს”, - თქვა სირსკიმ. რუსულ ძალებს ბახმუტში მცირედი წინსვლა აქვს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა კვირას განაცხადა, რომ კვლავ ხერხდება ქალაქის დამცველების საკვებით, საბრძოლო მასალისა და მედიკამენტებით მომარაგება.
უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მოიგერია მტრის 36-ზე მეტი შეტევა ფრონტის აღმოსავლეთის ნაწილზე, რომელიც გადაჭიმულია ბახმუტიდან მარიინკამდე, დონეცკის დასავლეთით.
კიევი ემზადება მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის, რათა დაიბრუნოს აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიების ნაწილი, რომელიც 15 თვის წინ რუსეთის ჯარმა დაიკავა.