ორშაბათს მძიმე ბრძოლები იყო აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში. ხელისუფლების სპეცრაზმებმა ქალაქის პრორუსული სამხედორებისგან გაწმენდის ოპერაცია ჩაატარეს. თუმცა ხელისუფლებამ მორიგი სამხედრო ვერტმფრენი დაკარგა.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით უშიშროების ძალები ანტი-სახელმწიფო მებრძოლებთან ბრძოლაში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პროგრესს აღწევენ. თუმცა სლავიანსკის ცენტრამდე ჯერ არ მისულან, სადაც პრორუსული ამბოხებული დაჯგუფებები არიან დაბანაკებული.
სეპარატისტების საკონტროლო გამშვები პუნქტებიც ყოველდღიურად იწმინდება, თუმცა მეორე დღეს ასი მეტრის დაშორებით ალყაშემორტმული სოფლიდან მაინც აშენებენ ახალს.
ამ დროისთვის პატარა ტერიტორიის დაპატრონების შემდეგ ხელისუფლების კამპანია ადგილობრივ მოსახლეობაში აღშფოთებას იწვევს , მათ შორის არის 24 წლის ნადინი.
მისი თქმით მათ უამრავი იარაღი აქვთ, ავტომატები, ყველას ესვრიან, სახლებში ისვრიან. ამის გამო მისი სახლი მთლიანად დაზიანებულია, ჩამსხვრეულია შუშები.
სიახლოვეს სატვირთო მანქანა იწვის, მისი ბოლი ადამიანებს სუნთქვაში ხელს უშლის. ეს მანქანა სლავიანსკის უბანში, სემიონოვკაში, ორსაათიან ორმხრივ სროლებში დაზიანდა ორშაბათს. ყვითელი ბრეზენტით დაფარულია მძღოლის სხეული, ცხედარი, რომელიც ნადინის დედის კუთვნილი კაფეს წინ დაასვენეს.
ის ერთ-ერთია ექვს გარდაცვლილს შორის. ამ ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა უკრაინელი ჯარისკაციც, ამბობენ ექიმები. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ორშაბათს ორმხრივი შეტაკების დროს ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 30 დაიჭრა.
ნადინის სახლიც სერიოზულად დაზიანდა. ფანჯრები ერთ მხარეს თითქმის აღარ არსებობს. ნადინი და მისი ოჯახის წევრები იმალებოდნენ რომ ტყვია მათაც არ მოხვედროდათ.
"ამ შეტაკების შემდეგ ბევრ ადამიანს ალბათ შიშის გრძნობა გაუჩნდება საკუთარი ხელისუფლების მიმართ და რუსეთს სთხოვენ დახმარებას", ამბობს ნადინი.
უკრაინის ხელისუფლების კამპანიის მიზანია სლავიანსკის გაწმენდა საპროტესტო განწყობების მქონე ადამიანებისგან და მეზობელ სოფლებში მოსკოვიდან მართული სამხედრო ძალების მოცილება.მოსკოვი უკრაინის ხელისუფლების ქმედებებმა გააღიზიანა. ისინო მოქმედებების შესაბამისად ჩარევას არ გამორიცხავენ.
ამ გაფრთხილებამ მუქარის ტონი პარასკევს, ოდესაში გამართული ბრძოლოს და დანაკარგების შემდეგ მიიღო. უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქი, ბევრი უკრაინელისთვის საზაფხულო კურორტია, თუმცა პარასკევს იქ 40 ადამიანი დაიღუპა. უმრავლესობა პრორუსულად განწყობილი ადამიანი იყო.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უკრაინის სამხერეთ ნაწილში არსებული არეულობა მოსკოვის მიერ არის ინსპირირებული და ეს მხოლოდ კრემლის ინტერესებშია. თუმცა ოდესაში მომხდარი სისხლისღვრა და ოფიციალური კიევის ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში კითხვებს მაინც წარმოშობს.
ორმოცდათხუთმეტი წლის მებრძოლო, პრორუსულად განწყობილი იგორი ფიქრობს, რომ საუბრის დრო ამოწურულია და დიალოგის წარმართვა და შეთანხმება შეუძლებელია. ახლა უმჯობესია რომ რუსეთთან ვიყოთ, ამბობს ის.