უკრაინის პრეზიდენტს ბრალს დებენ

არსენ ავაკოვი მტკიცებულებებზე საუბრობს

დევნილ პრეზიდენტს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დემონსტრანტების მოკვლის შესახებ განკარგულების გაცემაში ადანაშაულებს
უკრაინის მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი -არსენ ავაკოვი- დევნილ პრეზიდენტს ბრალს უყენებს. ის ვიქტორ იანუკოვიჩს კიევის მეიდანზე დემონსტრანტების მოკვლის შესახებ განკარგულების გაცემაში ადანაშაულებს. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ დაპატიმრებულია ელიტარული პოლიციის ქვედანაყოფის 12 წევრი, რომლებიც მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. თებერვალში დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი -სერგეი ლავროვი- აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსული არმიის ქვედანაყოფები სამხედრო წვრთნების დასრულებისთანავე საკუთარ ბაზებს დაუბრუნდებიან. უკრაინის ოფიციალური წყაროების მიხედვით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან თავმოყრილ რუს ქვეით ჯარისკაცთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება და ისინი თავდასხმით პოზიციაში იმყოფებიან. იმავე აზრისაა ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, გენერალი ფილიპ ბრიდლოვი. მის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან და მათ უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობისთვის სულ სამიოდე დღე დასჭირდებათ. ლავროვი დასავლეთს და უკრაინას რიტორიკის დეესკალაციისკენ მოუწოდებს, რადგან ის, რუსი მინისტრის თქმით, თანდათან უფრო უსაფუძვლო ხდება.