ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მოლოდინი უფრო და უფრო იზრდება, მოსკოვი უკრაინის საზღვრებთან კი სამხედრო მობილიზებას განაგრძობს.
გთავაზობთ უახლეს ცნობებს, რაც ამ დროისთვის ვიცით:
- საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის ვლადიმირ პუტინს ხვდება. სამშაბათს პრეზიდენტი მაკრონი კიევში გაემგზავრება. დიმიტრი პესკოვმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისგან რაიმე გარდატეხას არ მოელის.
- გერმანიის ახალი კანცლერი ვაშინგტონში ვიზიტს იწყებს. არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, კანცლერ ოლაფ შოლცს მიიღებს, სადაც განხილული იქნება დასავლეთის „ერთობლივი ძალისხმევა რუსეთიდან უკრაინის წინააღმდეგ მომდინარე საფრთხის შესაჩერებლად“.
- ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად მზად არის და ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. თუმცა, სალივანმა სხვადასხვა ტელეკომპანიებთან საუბრის დროს თქვა, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა „ამერიკა „მზად არის“
- ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება სავარაუდო მსხვერპლის რაოდენობა 50 000 იქნება, 5 მილიონი ადამიანი კი შესაძლოა დევნილად იქცეს, რაც ევროპაში ჰუმანიტარულ საგანგებო მდგომარეობას შექმნის.
- რუსეთმა ბელარუსში წვრთნებისთვის ორი შორი დისტანციური ატომური ბომბდამშენი Su 30sm- მოიერიშე გაგზავნა. წვრთნები 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
- დასავლეთი ითხოვს, რომ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრისგან, ხოლო მოსკოვი ნატოს მოუწოდებს შეზღუდოს საკუთარი ოპერაციები აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთი ასევე მოთხოვს შეიცვალოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები არ იზიარებს.
საჯარო სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვართან 120 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო შეიარაღება აქვს მობილიზებული. წვრთნები მიმდინარეობს ბელარუსშიც. მოსკოვი კვლავ კატეგორიულად უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრა იგეგმება. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ მოსკოვი უახლოესი დღეების ან კვირების განმავლობაში უკრაინაში შეიჭრება.