53 წლის უკრაინის ყოფილი პრემიერი პატიმრობიდან თებერვალში გაათავისუფლების შემდეგ, პირველ პრესკონფერენციას აწყობს
დღეს იულია ტიმოშენკომ განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გააკეთა. 53 წლის უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხიდან თებერვალში, ხელისუფლებიდან პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განდევნისთანავე გამოვიდა. გათავისუფლების შემდეგ მოწყობილ პირველ პრესკონფერენციაზე ის პირობას იძლევა, რომ ძლიერ უკრაინულ არმიას შექმნის და რუსეთისგან ყირიმის დაბრუნებას შეძლებს.
უკრაინის გარდამავალი მთავრობის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები უკიდურესად მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში მაინც ჩატარდება. უკრაინა ფინანსური კოლაფსის ზღვარზეა. ყირიმი რუსეთის მიერ ანექსირებულია და ქვეყნის საზღვრებთან რუსული არმიის მზარდი კონცენტრირება ფიქსირდება. სხვა დანარჩენ კანდიდატებთან ერთად, 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ყოფილი სპორტსმენი, ბოქსიორი -ვიტალი კლიჩკოც- მიიღებს. მან პოპულარობა უკრაინელ მოსახლეობაში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარე ოპოზიციურ საპროტესტო აქციებზე მოიპოვა.