ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ევროპელებს უკრაინის დახმარებას თხოვს


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალურ პირებს ხვდება. ობამა ევროპელ პარტნიორებთან რუსეთის მიერ ყირიმის ანქესიის მიმართ წინააღმდეგობის გამყარებას ეცდება.

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან საუბრისას, პრეზიდენტი ობამა ეცდება ამერიკის მოკავშირეები დაარწმუნოს იმაში, რომ უკრაინის მთავრობას დამატებითი დახმარება გაუწიონ. ბელგიიდან პრეზიდენტი იტალიაში გაფრინდება, სადაც რომის პაპ პრანცისკეს შეხვდება.

ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ობამამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია მოსკოვის სისუსტეზე მიუთითებდა. მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს ყირიმის მითვისებას. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, პრეზიდენტის გამოსვლაში ცხადად გამოიკვეთა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG