თბილისი —
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევთანხმდით ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთან და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა“,- ეს სიტყვები გამოაქვეყნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ თვითერზე.
საქართველოში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღის ორი თვით გადმოწევას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. რეალობა, რის წინაშეც დგას დღეს დასავლეთი სწრაფი რეაგირებისა და ეფექტური ქმედებებისკენ უბიძგებს. ამ დროს მნიშვნელოვანია არა თუ ყოველი დღე, ყოველი საათიც. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში ფორუმზე მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ არათუ თვეებში, დღეებში და საათებში წყდებოდა ძალიან ბევრი რამ უკრაინელი ხალხისთვის. მე დღეს მექნება შეხვედრები ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ჰერმან ვან რომპეისთან, ნატოს გენერალურ მდივანთან, ბატონ რასმუსენთან, ბატონ ფულესთან, სხვებთან და გავაგრძელებთ დიალოგს იმისთვის, რომ გამოიძებნოს დამატებითი კონკრეტული ზომები საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულება უკრაინასთანაც გააფორმა. მას ხელი არსენი იაცენიუკმა, უკრაინის მოქმედმა პრემიერ მინისტრმა მოაწერა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე შესაძლებელი გახდება შეთანხმების გაფორმება ეკონომიკურ ნაწილზეც. ვიტალი კლიჩკო, უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც რუსთავი 2-მა ჩაწერა, ამბობს: „ეროპამ ამჯერად კეთილი ნება გამოიჩინა, რაღა თქმა უნდა, ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოვებლად ქვეყანაში რეფორმები უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით. ვფიქრობ, წლის ბოლოს ეკონომიკურ ნაწილსაც მოვაწერთ ხელს. ყირიმის ანექსიით რუსეთმა 1996 წლის ხელშეკრულება დაარღვია. ვფიქრობ, ამისთვის დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს. უკრაინელი ხალხი ამას ელოდება.“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველო მომზადებული შეხვდება ხელმოწერის მნიშვნელოვან თარიღს. მინისტრი დღეს მარტინ შულცს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის სიტყვასაც გამოეხმაურა, რა დროსაც მან განაცხადა, რომ ცივი ომის შემდეგ ევროპაში უკრაინა ანექსიის პირველი შემთხვევაა. „ეს რასაკვირველია არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია პროცესების დაჩქარებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მზადაა ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, განსაზღვრული გვაქვს საფრთხეები, რომელიც შეიძლება არსებობდეს და პრევენციული ღონისძიებების გატარებაც დაწყებული გვაქვს. რასაკვირველია, ყოველთვის შესაძლებელია მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი, თუმცა ამ ეტაპზე, ვფიქრობ შედარებით წყნარად წარიმართება მოვლენები,“- ამბობს მაია ფანჯიკიძე.
საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც უკრაინელებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, უკრაინის კუთვნილი ტერიტორიებიდან რა ნაწილია ისეთი, რაზეც რუსეთის ფედერაცია „დაცვის იძულებას“ არ გამოიყენებს. დღეს პუტინმა ხელი ყირიმისა და სევასტოპოლის მიერთებას მოაწერა. მიემატება თუ არა ტერიტორიები ამ ჩამონათვალს, მხოლოდ ღმერთმა იცის. მადისა და გემოვნების ნაკლებობას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში არასდროს უჩიოდნენ და არც ახლა უჩივიან. საერთაშორისო თანამეგობრობა კი ამ დრომდე მსჯელობს სანქციების თაობაზე, რაც ეფექტური იქნება რუსეთის მადის აღსაკვეთად. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ამბობს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები იმდენად მნიშვნელოვანი შემთხვევაა, ეს იძულებულს ხდის დასავლეთს იმოქმედოს გაცილებით ოპერატიულად, რადგან გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ევროპული უსაფრთხოების სისტემა. „თითოეულ დღეს, კვირას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმ ვითარებაში, რაც შეიქმნა. მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცესები ვითარდება უკრაინაში. საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მიდგომა უკრაინასთან მიმართებაში, მოლდოვასთან, საქართველოსთან დაკავშირებით, უაღრესად მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ზალკალიანმა.
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში მორიგი, რიგით 43 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრიდან გამოსულმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ოსურმა მხარემ არ აღიარა ნამდვილობა ფაქტებისა, რაც შეხვედრის თანამონაწილეებმა წარმოადგინეს. კახა ქემოკლიძე, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვედრამდე აცხადებდა, რომ ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა შემთხვევა, როდესაც 6 და 15 მარტს ქართული საჰაერო სივრცე რუსული ვერტმფრენების მიერ კონფლიქტის ზონიაში დაირღვა.