ტიმოშენკო შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი კვირას ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს
პატიმრობაში მყოფი უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი, იულია ტიმოშენკო უარს აცხადებს შიმშილობის შეწყვეტაზე, რომელიც მან მიმდინარე კვირაში დაიწყო. ყოფილი პოლიტიკოსი კვირას ჩატარებული არჩევნების გაყალბებას გმობს და პროტესტის ნიშნად უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს. სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, თავის მხრივ, უკრაინის არჩევნებს დემოკრატიისგან „უკან გადადგმული" ნაბიჯი უწოდა.

ტიმოშენკომ, რომელიც ამჟამად ხარკოვის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, იანუკოვიჩის მიერ ჩატარებულ არჩევნებს „ფალსიფიკაცია" უწოდა.