უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ოთხშაბათს ქვეყნის დასავლეთში მდებარე მონასტერში ახალი ჩხრეკა ჩაატარა. უწყების განმარტებით, ეს უკავშირდება "რუსული სპეცსამსახურების დივერსიული ქმედებების“ აღკვეთას.
კარპატებში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მუკაჩევოს ეპარქიაში ჩხრეკას წინ უძღოდა გასულ კვირას დაწყებული სხვა რეიდები რელიგიურ დაწესებულებებში.
მართლმადიდებელი ქრისტიანები უკრაინაში ყველაზე დიდ რელიგიურ ჯგუფს შეადგენენ. 2018 წელს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიები გაერთიანდნენ და ავტოკეფალია გამოაცხადეს. მოსკოვის პატრიარქრატის ზოგიერთი ყოფილი სუბიექტი, ამ გაერთიანებას შეუერთდა, თუმცა სხვები მის გარეთ დარჩნენ. კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია ცნო.
თუმცა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატის დანაყოფი მოსკოვისადმი ერთგული დარჩა და იზიარებდა კრემლის მიდგომებს ე.წ. „რუსული სამყაროს“ შესახებ. ეკლესიის ამ ფრთამ დამოკიდებლობა მხოლოდ ამ წლის მაისში გამოაცხადა.
ტერმინი "რუსული სამყარო" ასახავს მოსკოვს, როგორც საერთო, მართლმადიდებლური ქრისტიანული კულტურის მფარველს და დამცველს მთელ რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში.
ასევე ნახეთ: პეჩორის ლავრის საიდუმლობოლო ჩხრეკისას SBU-მ განაცხადა, რომ მან შეამოწმა მონასტრის ტერიტორია და შენობა, მუკაჩევოს ეპარქიაში, აკრძალული მასალების ამოსაღებად და ჩაატარა ცალკეულ პირთა შემოწმება, „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანოდ უკანონო ქმედებებში მონაწილეობასთან“ დაკავშირებით.
უწყებას არ უთქვამს რა იქნა გამოვლენილი და დაკავებულია თუ არა ვინმე. მისი თქმით, გადამოწმდა ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა ეკლესია „რუსული სამყაროს“ იდეის მხარდამჭერი.
SBU-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ გაჩხრიკა რუსეთთან დაკავშირებული, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 350 შენობა და შეამოწმა 850 ადამიანი. უწყებამ თქვა, რომ აღმოაჩინა რუსეთის "საეჭვო" მოქალაქეები, დიდი თანხები და პრორუსული ლიტერატურა 1000 წლის კიევის პეჩორის მონასტერის ჩხრეკისასაც, რაც მოსკოვმა დაგმო, როგორც "უღმერთო" ქმედება.
ასევე ნახეთ: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, პეჩორის ლავრაში "კონტრდაზვერვის" ოპერაცია ჩაატარარუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩხრეკა იყო "დაშინების აქტი". SBU-მ ეს ოთხშაბათს უარყო.
”თავის საქმიანობაში SBU იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს ნებისმიერი რელიგიური კონფესიის საქმიანობის მიმართ და პატივს სცემს ყოველი მოქალაქის უფლებას მსოფლმხედველობისა და რელიგიის თავისუფლებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია უკრაინის კონსტიტუციით“, - თქვა სამსახურმა.