უკრაინა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ დასავლეთმა სანქციების გარკვეული ნაწილი მაინც რუსეთს ახლა უნდა დაუწესოს.

"რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს. ყველანი ვხედავთ როგორ ვითარდება მოვლენები", - განაცხადა კულებამ.

კულებამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა და ბელარუსმა განაცხადეს, რომ ისინი თავიანთ ერთობლივ წვრთნებს ბელარუსში, უკრაინის ჩრდილოეთით, ახანგრძლივებენ. ამის პარალელურად, დასავლეთის ლიდერები, სულ უფრო ხშირად აკეთებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს. უკრაინის აღმოსავლეთში კი ისმის სროლებისა და აფეთქებების ხმა.

"მოქმედების დროა. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არსებობს ყველა მიზეზი იმისა, რათა ახლავე, სანქციების ნაწილი მაინც ამოქმედდეს რუსეთის წინააღმდეგ", - თქვა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.