დანილოვი: ბოლო რამდენიმე დღე განსაკუთრებით ნაყოფიერია

უკრაინისს ეეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ოლექსი დანილოვვი ამბობს, რომ კონტრშეტევა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში "განსაკუთრებით ნაყოფიერია". მისი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მის უმთავრეს ამოცანებს ასრულებს.

მოსკოვი უკრაინული მხარის წარმატებას არ ადასტურებს, თუმცა კიევი წინსვლაზე საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ძალები ძალიან რთული კვირის შემდეგ წინ მიიწევდა.

"აქტიური საომარი მოქმედებების ამ ეტაპზე, უკრაინის თავდაცვის ძალები ასრულებს მის უპირველეს ამოცანას - რუსული ჯარის ცოცხალი ძალის, აღჭურვილობის, საწვავის საცავების, სამხედრო ავტომობილების, სამეთაურო პოსტების, არტილერიის და სსაჰაერო თავდაცვის ძალების მაქსიმალურ განადგურებას", - დაწერა "ტვიტერზე" ოლექსი დანილოვმა.

"ბოლო რამდენიმე დღე განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო", - დასძინა მან, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია.

Your browser doesn’t support HTML5

რეპორტაჟი უკრაინაში ფრონტისპირა სოფლებიდან

უკრაინის ძალების სამხრეთის დანაყოფის - "ტავრიას" სამხედრო მეთაურობის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ბერდიანსკის მიმართულებით დაახლოებით 2 კილომეტრით წაიწიეს წინ, მიუხედავად რუსული ძალების მტკიცე წინააღმდეგობისა.

ორშაბათს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა თქვა, რომ შეტაკებები გრძელდებოდა ბახმურის შემოგარენშიც, რომელზეც კონტროლი რუსეთის ძალეებმა მაისში დაამყარეს. მისი თქმით, უკრაინამ 37.4 კვ. კმ-ის დაბრუნება მოახერხა და გასული კვირის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა.

შეიარაღებული ძალების პრეს-სპიკერმა, ანდრი კოვალევმა სამშაბათს თქვა, რომ უკრაინის ძალები მოწინააღმდეგეს ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით კვლავ უტევს და მათ მძიმე ბრძოლაში "ნაწილობრივი წარმატება" აქვთ. მისი განმარტებით, უკრაინელი მებრძოლები ახერხებენ შეაკავონ რუსების წინსვლის მცდელობა უკრაინის აღმოსავლეთში - ლიმანის, ავდიივკის, მარინკას მიმართულებით.

სამშაბათსვე, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინა მოსკოვს სულ მცირე 5 დრონით დაესხა თავს.

რუსეთი პარალელურად, უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს. ადგილობრივი პროკურატურის ადმინისტრიციის ცნობით, სამშაბათს ხერსონში დაბომბვას კიდევ ერთი ქალი და მამაკაცი ემსხვერპლა.